შინაარსზე გადასვლა

უკუდო ამფიბიები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უკუდო ამფიბიები

მწვანე გომბეშო
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Salientia
Anura
დაცვის სტატუსი

შეცდომა: სურათი მცდარია ან არ არსებობს

<templatestyles src="თარგი:Comment/styles.css" /><span class="ts-comment-commentedText" title="Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted">სტატუსი არ არის მითითებული
ძიება IUCN-ის ვებ-გვერდზე: ???

უკუდო ამფიბიები (ლათ. Anura, Salientia) — ამფიბიათა რიგი. ზრდასრულ ასაკში აქვთ მოკლე სხეული, კარგად განვითარებული კიდურები. უკანა კიდურები წინაზე ბევრად გრძელია, კისერი არ არის გამოხატული, არც კუდი აქვთ. უმრავლესობა ხტომა-ხტომით მოძრაობს.

ამფიბიების ყველაზე მაღალორგანიზებული წარმომადგენლები არიან. ბინადრობენ ძირითადად ხმელეთზე. რიგი აერთიანებს 2000-ზე მეტ სახეობას. პიპასებრთა ოჯახის წარმომადგენლები წყალში მუდამ არიან. გვხვდებიან მეხეური და მთხრელი ფორმები. ახასიათებთ მეტამორფოზი. გავრცელებული არიან ყველა კონტინენტზე (გარდა ანტარქტიდისა).

საქართველოში გვხვდება მყვარისებრთა ოჯახიდან (pelobatidae) სირიული მყვარი (Pelobates syriacus), კავკასიური ჯვრიანა (Pelodytes caucasicus); ბაყაყისებრთა ოჯახიდან (raidae) ტბის ბაყაყი (rana ridibunda), მცირეაზიური ბაყაყი (rana macrocnemis), კავკასიური ბაყაყი (rana camerani), ჩვეულებრივი გომბეშო (Bufo bufo), მწვანე გომბეშო (bufo viridis). ყველაზე ფართოდ გავრცელებული და ყველაზე მრავალრიცხოვანია ტბის ბაყაყი და მწვანე გომბეშო.

ლიტერატურა