შინაარსზე გადასვლა

ულმის კამპანია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თარგი:Stack ულმის კამპანია

წინაპირობები

ლა-მანშის გადალახვისა და ინგლისში შეჭრის მიზნით ნაპოლეონმა ბულონში დაიწყო არმიის ჩამოყალიბება. დიდ ბრიტანეთს ამ საფრთხემ უბიძგა საფრანგეთის იმპერიის წინააღმდეგ ახალი კოალიციის შექმნისკენ. დიდი ბრიტანეთის პირველი ევროპელი მოკავშირე რუსეთი გახდა. კოალიციის კიდევ ერთი წევრი ავსტრია გახდა. საფრანგეთთან წინა დაპირისპირებების შედეგად ის მნიშვნელოვნად დაზარალებულიყო და ევროპაში საკუთარი მდგომარეობის აღსადგენად ისიც გახდა საფრანგეთის წინააღმდეგ რიგით მესამე კოალიციაში ჩაბმული.

მესამე კოალიციის შექმნის დაჩქარება ასევე განაპირობა 1804 წლის მარტში ნაპოლეონის მიერ ენგიენის ჰერცოგის სიკვდილით დასჯამ, რაც შემდეგ გახდა კოალიციის შექმნის საბაბი. ევროპული მონარქიების აღშფოთება ასევე გამოიწვია იმან, რომ ჰერცოგი დააკავეს ბადენში ნეიტრალურ ტერიტორიაზე.[1]

მოწინააღმდეგეთა არმიები და გეგმები

ავსტრია

საფრანგეთი

ფაილი:Grande-armee en.svg
დიდი არმიის ორგანიზაცია მესამე კოალიციის ომის დროს

გამომდინარე იქიდან, რომ მესამე კოალიციის ომი მაშინ დაიწყო, როდესაც ნაპოელონი ბრიტანეთის დალაშქრისთვის ემზადებოდა, მან საბრძოლო მოქმედებების ძირითად ასპარეზზე ჩართო ბულონის ბანაკში მომზადებული არმია, რომელსაც შემდეგ დიდი არმია ეწოდა. არმია იყოფოდა 7 კორპუსად, რომელსაც სათავეში ნაპოლეონის მარშლები ედგნენ. თითოეულ მათგანში შედიოდა ელემენტები ყველა ტიპის სამხედრო ძალებიდან და წარმოადგენდა პატარა არმიებს, რომლებიც საერთო ჯამში ქმნიდნენ დიდ არმიას. მაშინ, როდესაც კორპუსებს ჰქონდათ დამოუკიდებელი ოპერაციებისა და დახმარების მისვლამდე თავის დაცვის უნარი, როგორც წესი ისინი გადადგილდებოდნენ 1 დღის სავალ მანძილზე ერთმანეთისგან. საერთო ფრონტზე ცალ-ცალკე მარშირება არმიას მობილურობას და მანევრირების უნარს მატებდა, რის მეშვეობითაც ის ხშირად ახერხებდა მოწინააღმდეგე არმიასთან მოულოდნელ მიახლოებას.[2][3] კორპუსებში შემავალი კავალერიისა და არტილერიის გარდა არმიას ასევე გააჩნდა მათი ცალკეული დანოყოფები და საიმპერატორო გვარდია, რომელიც ნაპოლეონის პირადი დაცვის ფუნქციას ასრულებდა. დიდ არმიასთან ერთად ულმის კამპანიაში იბრძოდა 25,000-იანი ბავარიული არმია.[4]

საიმპერატორო გვარდიის კავალერისტი, თეოდორ გერიკოს ნამუშევარი
დიდი არმია 1805 წლის სექტემბერში[5][6]
კორპუსი მეთაური ინფანტერიის
დივიზიონი
კავალერიის
დივიზიონი
ბატალიონი ესკადრონი საერთო
რაოდენობა
I
ბერნადოტი 2 1 18 16 17,737
II
მარმონი 3 1 25 12 20,758
III
დავუ 3 1 28 12 27,452
IV
სულტი 4 1 40 12 41,358
V
ლანი 2 1 18 16 17,788
VI
ნეი 3 1 25 12 24,409
VII
ოჟერო 2 16 4 14,850
კავალერია
მიურატი 6 8 120 23,415
გვარდია
ბესიერი 12 8 6,278
ჯამი
194,045

დაპირისპირება

შედეგები

ლიტერატურა

სქოლიო

  1. გრეგორი ფრემონ-ბარნსი, ტოდ ფიშერი, ბერნარდ კორნველი - ნაპოლეონის ომები: იმპერიის აღზევება და დაცემა, დიდი ბრიტანეთი, 2004, გვ.24
  2. Smith, Rupert (2005). The Utility of Force. London: Penguin Books, გვ. 35-38. ISBN 978-0-141-02044-0Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. 
  3. Albert Sidney Britt, Thomas E. Griess - The wars of Napoleon, 2003, USA, p.33-34
  4. David G. Chandler, The Campaigns of Napoleon. p. 384.
  5. Dumolin - Precis D'Histoire Militaire, II, 120-121
  6. Albert Sidney Britt, Thomas E. Griess - The wars of Napoleon, p.34

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted