ულუმბო
იერსახე
ულუმბო, უცხო სუნელი (ლათ. Trigonella caerulea) — ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე პარკოსანთა ოჯახისა.
აქვს სწორმდგომი, განტოტვილი ღერო, სამფოთოლაკიანი ფოთოლი, სფეროსებრი მტევანი ყვავილედი, ცისფერი ან ღია ლურჯი ყვავილი. ნაყოფი პარკია.
ულუმბო გვხვდება სარეველა მცენარედ, ხშირად მოჰყავთ ბოსტნებშიც. მის გამხმარ ნაყოფს სხვადასხვა კერძის საკაზმ-სანელებლად იყენებენ.
ლიტერატურა
- რობაქიძე თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1986. — გვ. 140-141.