შინაარსზე გადასვლა

ური (ისტორიული სოფელი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი ური, ჰური — ისტორიული სოფელი სამხრეთ საქართველოში (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია), არტაანის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მტკვრის ხეობაში. მოხსენიებულია „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“ (XVI ს.). „ქართლის ცხოვრებაში“ მემატიანე ლეონტი მროველი (XI ს.) ძვ. წ. III საუკუნის ამბების თხრობისას მოიხსენიებს ქალაქ ჰურს - არტაანის მხარის მთავარ ქალაქს (მკვლევრები მას ურთან აიგივებენ); მისივე გადმოცემით, ჰურის უფრო ადრინდელი სახელწოდებაა ქაჯთა ქალაქი.

ლიტერატურა