უცნაური ამბები
უცნაური ამბები | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted სერიალის შესავალი | |
ჟანრი |
|
ავტორი | ძმები დაფერები |
მონაწილეობენ | |
კომპოზიტორ(ებ)ი |
|
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
სეზონი | 4 |
ეპიზოდი | 34 (ეპიზოდების სია) |
წარმოება | |
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი |
|
ადგილ(ებ)ი | ჯექსონი, ჯორჯია |
ოპერატორი |
|
ხანგრძლივობა | 42–77 წთ. |
კომპანია |
|
დისტრიბუტორი | Netflix Streaming Services |
ეთერი | |
ჩვენების ფორმატი | |
აუდიო ფორმატი | Dolby Digital 5.1 |
ეთერში | 15 ივლისი, 2016 | — დღემდე
რესურსები ინტერნეტში | |
საიტი |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
„უცნაური ამბები“ (ინგლ. Stranger Things) — ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკური საშინელებთა ჟანრის სატელევიზიო სერიალი, რომელიც სცენარის ავტორები, რეჟისორები და თანაპროდიუსერები არიან ძმები დაფერები, შოუნ ლევისთან და დენ კოენთან ერთად. როლებს სერიალში ასრულებენ უაინონა რაიდერი, დევიდ ჰარბორი, ფინ ვულფჰარდი, მილი ბობი ბრაუნი, გატენ მატარაცო, კალებ მაკლაფლინი, ნატალია დაიერი, ჩარლი ჰიტონი, კარა ბუონო და მეთიუ მოდაინი, ნოა შნაპის და ჯო კირის რამდენიმე ეპიზოდში თანამონაწილეობით.
სერიალის მოქმედება მიმდინარეობს აშშ-ის შტატ ინდიანას გამოგონილ ქალაქ ჰოუკინზში, 1980-იანებში. პირველ სეზონში ბიჭუნები იძიებენ მეგობრის გაუჩინარებას. წამყვან როლს მის პოვნაში ასრულებს გოგონა ზებუნებრივი თვისებებით. მეორე სეზონის მოქმედება მიმდინარეობს ამ მოვლენებიდან ერთი წლის შემდეგ. მასში ასახული იქნება, თუ როგორ ცდილობენ პერსონაჟები, დაუბრუნდნენ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ამ სეზონის გამოსვლის შესახებ ცნობილი გახდა 2016 წლის 31 აგვისტოს. მისი პრემიერა გაიმართა 2017 წლის 31 ოქტომბერს.
ძმები დაფერების ჩანაფიქრით, უცნაური ამბები უნდა ყოფილიყო დეტექტიური ჟანრის სერიალი, ზებუნებრივი ელემენტებით, ბავშვების მიამიტი აღქმით, როგორც მიძღვნა 1980-იანების პოპულარული კულტურისადმი. რამდენიმე თემა და რეჟისორული ასპექტი შთაგონებულია სტივენ სპილბერგის, ჯონ კარპენტერისა და სტივენ კინგის შემოქმედებით.
სერიალი Netflix-ზე, 2016 წლის 15 ივლისს გამოვიდა. კრიტიკოსებმა აღიარეს მისი პერსონაჟების დეტალიზაცია, რიტმი, ატმოსფერო, მსახიობების თამაში, საუნდტრეკი, რეჟისურა, 1980-იანების ფილმებისადმი პატივისცემა. სერიალს მიღებული უამრავი ჯილდო მათ შორის — მსახიობთა გილდიის ჯილდო დრამატულ სერიალში მსახიობთა გუნდისთვის. 2016 წლის 31 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ სერიალი დაბრუნდებოდა კიდევ ცხრა ეპიზოდით. მეორე სეზონი გამოვიდა 2017 წლის 27 ოქტომბერის, მესამე სეზონი კი 2019 წლის 4 ივლისს. 2019 წლის 4 სექტემბერს დაანონსდა სერიალის მეოთხე სეზონი. ძმებმა დაფერებმა განაცხადეს, რომ სერიალი სავარაუდოდ 5 სეზონის შემდეგ დასრულდება.
იდეა
სერიალის მოქმედება მიმდინარეობს გამოგონილ ქალაქ ჰოუკინზში (ინდიანას შტატი, აშშ). ახლოს მდებარე ჰოუკინზის ეროვნული ლაბორატორია აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტისთვის ატარებს სამეცნიერო კვლევებს, მაგრამ ამავე დროს — საიდუმლო ექსპერიმენტებს პარანორმალურ და ზებუნებრივ სფეროებში, ადამიანებზე ცდებით, რაც იწვევს ჰოუკინზის მაცხოვრებელთა ჩართვას შემდგომ განვითარებულ მოვლენებში.[1][2]
ეპიზოდები
სეზონი 1 (2016)
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სეზონი 2 (2017)
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სეზონი 3 (2019)
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedსეზონი 4 (2022)Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Netflix to premiere original series Montauk in 2016. Reuters (April 2, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 2, 2015. ციტირების თარიღი: April 3, 2015.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Pages with script errors
- 2010-იანი წლების ამერიკული დრამატული ტელესერიალები
- 2010-იანი წლების ამერიკული საშინელებათა ტელესერიალები
- 2010-იანი წლების ამერიკული მისტიკური ტელესერიალები
- 2010-იანი წლების ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკური ტელესერიალები
- 2010-იანი წლების ამერიკული ზებუნებრივი ტელესერიალები
- ამერიკული თრილერი ტელესერიალები
- ინგლისურენოვანი ტელეპროგრამები
- 2016 წელს დაწყებული ამერიკული ტელესერიალები
- ამერიკული მისტიკური ტელესერიალები
- მონსტრები მხატვრულ ლიტერატურაში
- საშინელებათა დრამატული ტელესერიალები
- Netflix-ის ორიგინალური პროგრამები