უჯრედის ქიმიური შედგენილობა
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
უჯრედში შემავალი ქიმიური ნივთიერებები იყოფა ორ დიდ ჯგუფად: არაორგანულ და ორგანულ ნივთიერებებად. არაორგანულში შედიან წყალი და მინერალები(მინერალური მარილები). ორგანულ ნივთიერებებში კი ჯგუფდებიან ცხიმები,ცილები,ნახშირწყლები და ნუკლეინის მჟავები.
წყალი
აუცილებელია უჯრედშიგა მეტაბოლიზმისთვის, მონაწილეობს ფერმენტულ პროცესებში, წყალი არის წყალბად იონების ძირითადი წყარო ფოტოსინთეზში, წყლის მოლეკულა შთანთქავს სითბოს - ამით იცავს უჯრედს ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებებისგან. წყალი ორგანიზმში ნივთიერებათა გადაადგილებას უზრუნვეყოფს(სისხლისა და ლიმფის მიმოქცევა), წყალი "საპოხი" მასალაცაა(ყველგან სადაც შემხები ზედაპირებია:სახსრები,სანერწყვე ჯირკვალი). 4 გრადუს ცელსიუსზე წყალი მაქსიმალურ სიმკვრივეს აღწევს, და მასზე მოტივტივე ყინული დამცველობით ფუნქციას ასრულებს, შიგ მცხოვრები მაკრომოლეკულებისა და ულტრამიკროელემენტებისთვის. იგი უჯრედში 2 ფორმითაა: თავისუფალი(95%) და ბმული წყალი(4,9%). შედგება 2 წყალბადის და 1 ჟანგბადის ატომისგან.
მინერალები
მინერალური მარილები ზოგადი და მრავალფუნქციური ნივთიერებებია, იგი უფრო ხშირად მცენარეულ უჯრედში გვხვდება(დიპოლის სახით) იგი გადაადგილდება ღეროში და ბოლქვში. განაგებს მასში მიმდინარე ცილების სინთეზს.
ცხიმები
ცხიმებს ლიპიდებსაც უწოდებენ, იგი ჰიდროფობური ნივთიერებაა ანუ წყალში უხსნადი. მაგალითად ზეთი წყალში არ იხსნება. მათ ახასიათებთ შემდეგი ფუნქციები
- სტრუქტურული - მონაწილეობენ ყველა უჯრედის, ქსოვილისა და ორგანოს შენაბაში.
- ენერგეტიკული - ცხიმების წვით 2-ჯერ მეტი ენერგია გამოიყოფა ვიდრე ცილებისა და ნახშირწყლების.
- სამარაგო - უჯრედში გვევლინება ცხიმოვანი წვეთისა და კანქვეშა ცხიმოვანი შრის სახით
- თერმოიზოლაცია - ცხიმი სითბოს ცუდი გამტარია რითიც ის უზრუნველყოფს ორგანიზმის მუდმივი ტემპერატურის შენარჩუნებას.
- რეგულატორული - ჰორმონები, ვიტამინები.
- დამცველობითი - ცხიმის კანქვეშა შრე იცავს ორგანიზმს დაზიანებისგან.
ცილები
ცილები უჯრედის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, ისინი ბევრ სასიცოცხლო პროცესს განაგებენ. ცილები ასრულებენ შემდეგ ფუქციებს
- ფერმენტული - მონაწილეობს ორგანიზმში არსებული, ბიოქიმიური პროცესების წარმართვაში.
- მამოძრავებელი - ნებისმიერი ორგანიზმის მოძრაობა დამოკიდებულია კუმშვად ცილებზე, აქტინზე და მიოზინზე.
- სტრუქტურული - ცილები მონაწილეობენ უჯრედის ორგანოიდების შენებაში.
- სატრანსპორტო - ჰემოგლობინი ჟანგბადს იკავშირებს ფილტვებში.
- დამცველობითი - ჩვენს ორგანიზმში შემოჭრილ უცხო სხეულებს, ვირუსებს, ბაქტერიებს და შხამებს, ცილა - ანტისხეული ებრძვის.
- სამარაგო - შეუძლია ანტიპოლარული წყლის გამომუშავება ფერმენტების წვით.
- ჰორმონული - განაგებს უჯრედის ჰორმონებს, სასქესო ჰორმონებს და ა.შ.
- ენერგეტიკული - ცილების წვით დიდი რაოდენობით ენერგია გამოიყოფა.
- რეგულატორული - არეგულირებს ორგანიზმში შემოჭრილი სიცხის მზარდ დონეს.
- თერმოფილური - ცილა იცავს უჯრედსა და ორგანიზმს ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებისაგან.
ნახშირწყლები
ნახშირწყლებს შაქრებსაც უწოდებენ. მათ ორ ჯგუფად ანაწილებენ: მარტივი და რთული. მარტივი მონოსაქარიდები(გლუკოზა, ფრუქტოზა) და რთული დისაქარიდები(ლაქტოზა, საქაროზა), პოლისაქარიდები(სახამებელი,გლიკოგენი,ცელულოზა). მათი ფუნქციებია:
- ენერგეტიკული - 1 მოლი ნახშირწყალი -> 17,6 კჯ(კილოჯოული).
- სტრუქტურული - მონაწილეობენ უჯრედის მემბრანის შენაბაში.
- სამარაგო - მცენარეებში სახამებლის და ძუძუმწოვრებში გლიკოგენის სახით.
- დამცველობითი - სხვადასხვა ჯირკვლებში გამომუშავებული წვენები, იცავს უჯრედებს და ორგანოებს სხვადასხვაგვარი დაზიანებებისგან.
ნუკლეინის მჟავები
ნუკლეინის მჟავებს დნმ(დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა) და რნმ(რიბონუკლეინის მჟავა) მიეკუთვნება. დნმ არის გიგანტური მოლეკულა, რომელსაც აქვს ორმაგი სპირალის ფორმა, აგრეთვე შეიცავს მონაკვეთებს - გენებს. თითოეულ გენში ჩაწერილია ბრძანება ამა თუ იმ ცილის სინთეზის შესახებ.რნმ დნმ-ის ბრძანებას შეასრულებს, იგი გვხვდება რობოსომებში და სამგვარია: ი-რნმ(ინფორმაციული რიბონუკლეინის მჟავა), ტ-რნმ (ტრანსპორტული რიბონულკეინის მჟავა, რომელსაც მესენჯერ რნმ-საც უწოდებენ) და რ-რნმ(რიბოსომული რიბონუკლეინისმჟავა).
გალერეა
-
დნმ- მწვანე, პატარა წითელი ნაწილაკები-გენები