ფარი (გაზეთი)
იერსახე
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი „ფარი“ — ქართული ყოველკვირეული გაზეთი სოციალურ-ფედერალისტური მიმართულებისა. გამოდიოდა 1908 წელს ქუთაისში. გამოიცა 5 ნომერი. რედაქტორ-გამომცემელი — კ. ბაქრაძე. იბეჭდებოდა წერილები ეროვნულ საკითხებზე, ხელოვნებისა და პრესის მიმოხილვა, ქრონიკა, ბიბლიოგრაფია; ჰქონდა პოლემიკა სოციალურ-დემოკრატიულ პრესასთან. „ფარის“ შემდეგ იმავე პროგრამით გამოვიდა გაზეთი „შრომა“ (1908).
ლიტერატურა
- ლორთქიფანიძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1986. — გვ. 229.