შინაარსზე გადასვლა

ფელიპე კოუტინიო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ფელიპე კოუტინიო კორეია (პორტ. Philippe Coutinho Correia; დ.12 ივნისი, 1992) — ბრაზილიელი ფეხბურთელი, „ასტონ ვილასა“ და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების გარემარბი.

საკლუბო კარიერა

ვასკო და გამა

კოუტინიომ საფეხბურთო კარიერა „ვასკო და გამას“ ახალგაზრდულ აკადემიაში დაიწყო და 2008 წელს, 16 წლის ასაკში სერია A-ს გიგანტმა „ინტერნაციონალემ“ შეიძინა, 4 მილიონ ევროდ.[1] კოუტინიო 18 წლამდე იჯარის წესით „ვასკო და გამაში“ დარჩა და მიუხედავად ასაკისა, ის მაინც პირველ გუნდში ახერხებდა თამაშს.

ინტერნაციონალე

კოუტინიო „ინტერში“ თამაშისას

კოუტინიო ფაქტობრივად „ინტერში“ 2010 წელს გადავიდა და ახალმა მწვრთნელმა, რაფაელ ბენიტესმა და კლუბის პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ, კლუბის მომავლად აღიარეს.

კოუტინიოს დებიუტი ინტერის მაისურით „ატლეტიკოსთან“, 2010 წლის უეფას სუპერთასის მატჩში შედგა, 2010 წლის 27 აგვისტოს. „ინტერის“ პირველ გუნდში ვერ მოხვედრის შემდეგ, კოუტინიო „მიუნხენის ბაირნთან“ დაბრუნდა, სადაც „ინტერის“ მეორე გოლში მიიღო მონაწილეობა. საჯარიმოში სწორედ მის გარღვევას მოჰყვა უესლი სნეიდერის გოლი. 2011 წლის 8 მაისს კოუტინიომ თავის პირველი გოლი გაიტანა „ინტერის“ მიასურით. მისი დარტყმული ჯარიმა ცოცხალ კედელს თავს გადაევლო და „ფიორენტინას“ კარის ბადეში ჩაეშვა. საბოლოო ჯამში, ინტერში გაატარებულ წლებში კოუტინიომ 3 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა გააკეთა. 2011-2012 წლების სეზონში კოუტინიო ძირითადად შეცვლაზე შედიოდა მოედანზე, ამიტომ იმ სეზონში ფელიპე „ესპანიოლში“ გაანათხოვრეს.

ესპანიოლი

2012 წლის 30 იანვარს კოუტინიო კატალონიურ კლუბ „ესპანიოლში“ გადავიდა სეზონის ბოლომდე.[2] მისი დებიუტი ესპანიოლის მაისურით 2012 წლის 4 თებერვალს შედგა, „ბილბაოსთან“, ფრედ დასრულებულ მატჩში. კოუტინიომ მისი პირველი გოლი კატალონიელთა მაისურით 2012 წლის 11 მარტს გაიტანა, „რაიო ვალეკანოს“ კარში. მან თავის მეორე გოლი იმავე მატჩში 21-ე წუთზე გაიტანა.[3] კოუტინიომ ესპანიოლში ჩატარებულ 16 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 2012 წლის 18 მაისს „ინტერში“ დაბრუნდა და ივარჯიშა გუნდთან ერთად. ის ასევე ინტერის საზაფხულო ტურის 20 კაციან განაცხადში მოხვდა და გუნდთან ერთად ინდონეზიაში წავიდა.

ლივერპული

2013 წლის 26 იანვარს „ლივერპული“ და „ინტერი“ კოუტინიოს თაობაზე შეთანხმდნენ და მერსიაიდულმა გუნდა კოუტინიო 8.5 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ შეიძინა, თუმცა კოუტინიოს მოცდა მოუწია, სანამ სამუშაო ვიზას მიიღებდა, რადგან საკმარისი საერთაშორისო გამოცდილება არ გააჩნდა ავტომატურად, რომ გადასულიყო ლივერპულში.[4] კოუტინიოთი „საუთჰემპტონიც“ იყო დაინტერესებული, თანაც „საუთჰემპტონში“ ესპანიოლის ძველი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო მუშაობდა, თუმცა კოუტინიომ განაცხადა, რომ მას ლივერპულში ერჩივნა თამაში. 2013 წლის 30 იანვარს კოუტინიო ოფიციალურად შეუერთდა ლივერპულს, მას შემდეგ რაც მუშაობის უფლება და ლივერპულის 10 ნომრიანი მაისური მიიღო.[5][6] კლუბში კოუტინიომ თბილი დახვედრა მიიღო ბრაზილიელი ლუკას ლეივასგან, რომელიც ფელიპეს ინგლისთან შეგუებაში ეხმარება.[7] ლივერპულში ჩასვლის შემდეგ კოუტინიომ განაცხადა, რომ მას ლივერპულში მნიშვნელოვან ფეხბურთელად ჩამოყალიბება და დიდხანს დარჩენა სურს.[8]

2012–13 წლების სეზონი

კოუტინიოს დებიუტი ენფილდზე 2013 წლის 11 თებერვალს შედგა, მან სტიუარტ დაუნინგი შეცვალა მატჩის 78-ე წუთზე.[9] კვირაზე ნაკლებში, 17 თებერვალს, კოუტინიომ ლივერპულის მაისურით პირველი გოლი გაიტანა სუონსის კარში.[10] 2 მარტს კოუტინიომ ლივერპულის პირველი და მეორე გოლები შექმნა, „უიგანთან“ 4-0 მოგებულ მატჩში. კოუტინიომ მეორე გოლი „საუთჰემპტონის“ კარში გაიტანა, სადაც ლივერპული 3-1 დამარცხდა. 31 მარტს ლივერპულის პირველი გოლი შექმნა, „ასტონ ვილასთან“ 2-1 მოგებულ მატჩში. 27 აპრილს კოუტინიო ნიუკასლთან, 6-0 მოგებულ თამაშში, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, ორი საგოლე პასის გამო. კოუტინიო მთელი მატჩის განმავლობაში წინ მიუძღვოდა საკუთარ გუნდს, ორი საგოლე პასის გარდა, დიდი მონაწილეობა მიიღო კიდევ ერთ გოლში და ჯარიმაც მოიპოვა, რაც ჯორდან ჰენდერსონმა გოლად აქცია.

თამაშის სტილი

სწრაფ, მიზანდასახულ და მარჯვე, კოუტინიოს შემტევ ნახევარმცველად, მეორე თავდამსხმელად და ფლანგის მოთამაშედ იყენებენ. ეს იმას ამტკიცებს, რომ მას ბევრი შესაძლებლობა აქვს და მოედნის განსხვავებულ ადგილებში შეუძლია თამაში. ის მარცხენა ფლანგზე თამაშობს, სადაც ადვილად იცილებს მცველებს და დარტყმაც და ჩაწოდებას გამოსდის. ის „საუთჰემპტონის“ მენეჯერმა მაურისიო პოჩეტინომ ლიონელ მესისა და რონალდინიოს შეადარა.[11]

ეროვნული ნაკრები

2009 წლის სამხრეთ ამერიკის ჩვიდმეტწლამდელთა ჩემპიონატზე ბრაზილიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი, ფელიპე კოუტინიო ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში პირველად 2010 წლის 7 ოქტომბერს გამოჩნდა, ირანის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში.[12]

სტატისტიკა

განახლდა: 2013 წლის 21 აპრილი[13]
საკლუბო მატჩები ლიგა თასი ლიგის თასი საკონტინენტო ჯამში
სეზონი კლუბი ლიგა მატჩი გოლი პასი მატჩი გოლი პასი მატჩი გოლი პასი მატჩი გოლი პასი მატჩი გოლი პასი
2009 ვასკო და გამა ბრაზილიის სერია B 12 0 - - - 12 0 -
2010 ბრაზილიის სერია A 7 1 - 7 1 - 17 3 - 0 0 - 31 5 -
2010–11 ინტერი სერია A 13 1 1 - - 6 0 1 201 1 7
2011–12 5 1 1 - 3 0 0 3 0 0 11 1 1
2011–12 <templatestyles src="თარგი:Comment/styles.css" /><span class="ts-comment-commentedText" title="Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted">→  ესპანიოლი ლა ლიგა 16 5 1 - - - 16 5 6
2012–13 ინტერი სერია A 10 1 0 - - 9 2 1 19 3 1
2012–13 ლივერპული პრემიერ ლიგა 10 2 5 - - - 10 2 5
ჯამში ბრაზილია 19 1 - 7 1 - 17 3 - - 43 5 -
იტალია 28 3 2 3 0 0 18 2 1 50 5 4
ესპანეთი 16 5 1 16 5 1
ინგლისი 10 2 5 0 0 0 0 0 0 0 0 0 10 2 5
სულ კარიერაში 73 11 8 7 1 - 20 3 - 18 2 1 119 17 20

მიღწევები

საკლუბო

ბრაზილიის დროშა ვასკო და გამა
  • ბრაზილიის სერია B-ს ჩემპიონი (1): 2009
იტალიის დროშა ინტერი მილანი
(2)
ინგლისის დროშა ლივერპული
ესპანეთის დროშა ბარსელონა
(5)
ესკიზის შექმნის შეცდომა: ბაიერნი
(3)

სანაკრებო

ბრაზილიის დროშა ბრაზილია:(1)

ბრაზილიის დროშა ბრაზილია U17:(1)

  • სამხრეთ ამერიკის ჩვიდმეტწლამდელთა ჩემპიონატი : 2009

ბრაზილიის დროშა ბრაზილია U20:(1)

  • FIFA-ს ოცწლამდელთა ჩემპიონატი :2011

ინდივიდუალური

Standard Chartered-ის ლივერპულის თვის საუკეთესო ფეხბურთელი (1): 2013 წლის მარტი

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  2. Coutinho ja és jugador de l'Espanyol Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. Rcdespanyol.cat (30 January 2012). Retrieved on 25 March 2013.
  3. 5–1: Master piece Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. Rcdespanyol.cat (12 March 2012). Retrieved on 25 March 2013.
  4. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  5. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  6. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  7. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  8. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  9. "Liverpool 0–2 West Brom" BBC Sport. 11 February 2013. Retrieved 12 February 2013.
  10. "Liverpool 5–0 Swansea" BBC Sport. 17 February 2013. Retrieved 17 February 2013.
  11. http://www.bbc.co.uk/sport/0/football/21805388
  12. Iran 0 Brazil 3. Soccerway (7 October 2010). ციტირების თარიღი: 31 January 2013.
  13. Philippe Coutinho — სტატისტიკა საიტზე Soccerbase.com (ინგლისური)

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

თარგი:ბრაზილიის შემადგენლობა 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე