შინაარსზე გადასვლა

ფილიპ კინდრედ დიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბადების თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბადების ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდაცვალების თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდაცვალების ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დასაფლავებულია Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ფსევდონიმი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საქმიანობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ენა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ეროვნება Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მოქალაქეობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ალმა-მატერი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პერიოდი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჟანრი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Magnum opus Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჯილდოები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მეუღლე Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პარტნიორ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
შვილ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ნათესავ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Script error: No such module "collapsible list".
ხელმოწერა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ფაილი:Commons-logo.svg [[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში

ფილიპ კინდრედ დიკი (ინგლ. Philip Kindred Dick; დ. 16 მარტი, 1928 — გ. 2 მარტი, 1982) — ამერიკელი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მწერალი. მისი შემოქმედება 44 რომანსა და 121 მოთხრობას მოიცავს, რომელმა უმრავლესობა მწერლის სიცოცხლის მანძილზე სამეცნიერო ფანტასტიკური ლიტერატურის ჟურნალებში გამოქვეყნდა. თავის წიგნებში დიკი იკვლევდა ისეთ ფილოსოფიურ, სოციალურ და პოლიტიკურ თემებს, როგორიცაა რეალობის ბუნება და იდენტობა, მის ნაშრომებში ხშირად ვხვდებით პერსონაჟებს, რომლებსაც დაპირისპირება უწევთ ისეთ ჟანრულ ელემენტებთან, როგორებიცაა მონოპოლისტი კორპორაციები, ალტერნატიული სამყაროები, ავტორიტარული მთავრობები, ნარკომოხმარება და ცნობიერების სახეცვლილი მდგომარეობა.[1] ავტორი ასევე დაინტერესებული იყო მეტაფიზიკური და თეოლოგიური თემებით. რეალობის, იდენტობის, ნარკოტიკული დამოკიდებულების, შიზოფრენიის და ტრანსცენდენტალური გამოცდილების შესახებ წერისას ფილიპ დიკი ხშირად იყენებდა საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებებს.

ფილიპ დიკი დაიბადა ჩიკაგოში. მოგვიანებით გადავიდა კალიფორნიაში, სადაც შეუდგა სამეცნიერო ფანტასტიკური ნაშრომების გამოცემას 1950-იანებში. 1962 წელს გამოსცა ალტერნატიული ისტორიის ჟანრის რომანი „კაცი მაღალ კოშკში“, რომელშიც მეორე მსოფლიო ომი მოკავშირეებმა წააგეს და მსოფლიოს ნაცისტური გერმანია და იმპერიალისტური იაპონია მართავენ. ეს ფილიპ დიკის ერთადერთი რომანია, რისთვისაც გადაეცა ჰიუგოს პრემია. 2015 წელს რომანის მიხედვით „ამაზონ პრაიმმა“ სატელევიზიო შოუ შექმნა.[2]

1965 წელს გამოსცა რომანი „პალმერ ელდრიჩის სამი სტიგმა“, რომელსაც გამოკვეთილი რელიგიური თემატიკა ახასიათებს. რომანის მოქმედება XXI საუკუნეში ვითარდება, სადაც გაეროს წინამძღოლობით კაცობრიობამ მზის სისტემის კოლონიზირება მოახდინა. კოლონიებში ცხოვრება რთულია, კოლონისტთა უმეტესობა დედამიწას საკუთარი ნებით არ ტოვებს. მათთვის ცხოვრების შესამსუბუქებლად იქმნება სპეციალური ნარკოტიკი, რომელიც მიმღებს დედამიწაზე, იდეალური ცხოვრების ჰალუცინაციას რამდენიმე წუთით უქმნის. 1965 წელს რომანი ნებულას ჯილდოზე იყო წარდგენილი.[3]

1968 წელს გამოქვეყნდა რომანი „ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?“, რომელიც მოგვითხრობს ანდროიდებზე მონადირის ისტორიას. მოვლენები მომაკვდავ დედამიწაზე ვითარდება, სადაც თითქმის ყველა ცხოველი ამოწყდა, რამდენიმე დარჩენილი კი მდიდრებისთვის სტატუსის მაჩვენებლად იქცა. დედამიწაზე დარჩენილი მოსახლეობის უმეტესობას სხვა პლანეტებზე გადასახლების საშუალებაც არ აქვთ. ფილიპ დიკის ამ რომანის მიხედვით რიდლკი სკოტმა საკულტო სამეცნიერო ფატნასტიკური ფილმი „სამართებელზე მორბენალი“ (1982) გადაიღო.

დიკს საერთო ჯამში გამოცემული აქვს 44 რომანი და 121 მოთხრობა, რომელთა უმეტესობა გამოჩნდა სამეცნიერო ფანტასტიკურ ჟურნალებში.[4] მისი რომანების მიხედვით გადაღებულია რამდენიმე ფილმი, მათ შორის: „სამართებელზე მორბენალი“ (1982), „განსხვავებული აზრი“ (2002), „ბუნდოვნად, სკანერში“ (2006), „რეალობის შემცვლელნი“ (2011) და სხვა.

ბიბლიოგრაფია

ლიტერატურა

  • Precious Artifacts : A Philip K. Dick Bibliography, United States of America and United Kingdom Editions, 1955 – 2012. Compiled by Henri Wintz and David Hyde. (Wide Books 2012). www.wide-books.com
  • Precious Artifacts 2: A Philip K. Dick Bibliography, The Short Stories, United States, United Kingdom and Oceania, 1952 – 2014. Compiled by Henri Wintz and David Hyde (Wide Books 2014). www.wide-books.com

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. O'Reilly, Seamus. Just because you're paranoid ... Philip K Dick's troubled life. ციტირების თარიღი: January 24, 2020
  2. https://www.theguardian.com/tv-and-radio/2015/nov/20/the-man-in-the-high-castle
  3. 1965 Award Winners & Nominees. Worlds Without End. ციტირების თარიღი: 2009-09-27.
  4. Kimbell, Keith. Ranked: Movies Based on Philip K. Dick Stories. Metacritic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-08. ციტირების თარიღი: 20 ნოემბერი, 2013

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted