ფილოფორა
იერსახე
ფილოფორა (ლათ. Phyllophora) — ძოწეული წყალმცენარეების გვარი; მარტივი ან დატოტვილი ფირფიტისებრი თალუსი აქვს. მისი სიმაღლე 50 სმ აღწევს. მრავლდება კარპოსპორებით, ტეტრასპორებითა და თალუსის ნაწყვეტებით. ზოგიერთი სახეობის სპოროფიტი იზრდება გამეტოფიტზე. 15-მდე სახეობა გავრცელებულია ცივ და ზომიერ ზღვებში. გვხვდება კავკასიის შავი ზღვის სანაპიროზეც. იყენებენ ლაბოვანი ნივთიერების — კარაგინინის მისაღებად.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1986. — გვ. 314.