შინაარსზე გადასვლა

ფიჩორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი

ფიჩორი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ფიჩორი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
მარჯვენა შენაკადები სკურდა
მარცხენა შენაკადები დიდი ქვიანა
სათავე გურიის ქედი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სათავის სიმაღლე 245 მ
შესართავი პალიასტომის ტბა
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სიგრძე 57 კმ
აუზის ფართობი 406 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 8,2 მ³/წმ
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

ფაილი:Blue 0080ff pog.svg — სათავე, — შესართავი
ფაილი:Commons-logo.svg [[commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|ფიჩორი]] ვიკისაწყობში

ფიჩორიმდინარე დასავლეთ საქართველოში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. მიედინება კოლხეთის აკუმულაციურ დაბლობზე. სიგრძე 57 კმ, მდინარის აუზის ფართობი 406 კმ². სათავე აქვს გურიის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 245 მ სიმაღლეზე. ერთვის პალიასტომის ტბას აღმოსავლეთ მხრიდან. საზრდოობს ძირითადად წვიმის წყლით, უმნიშვნელოდ — თოვლის და მიწისქვეშა წყლით. ახასიათებს წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნები. საშუალო წლიური ხარჯი 8,2 მ³/წმ.

1934 წლამდე, რკინიგზის ხაზის ქვემოთ, მდინარე ფიჩორი გაედინებოდა სუსტად გამოხატულ კალაპოტში, რომელსაც ნაპირებიც კი არ გააჩნდა. ამიტომ, ყოველი წყალმოვარდნის პერიოდში იგი ტბორავდა მიმდებარე ტერიტორიის დიდ ფართობებს. 1934 წელს, კოლხეთის დაბლობის დაშრობისა და ათვისების პროგრამის ფარგლებში, „კოლხიდმშენის“ მიერ განხორციელდა მდინარის კალაპოტის გასწორხაზოვნება და შემოზვინვა 22 კმ-ის მანძილზე. პალიასტომის ტბიდან 17 კმ-ის სიგრძეზე მდინარის კალაპოტი დატოვებულია ბუნებრივ პირობებში.

მდინარეს ერთვის რამდენიმე უმნიშვნელო შენაკადი, რომელთა შორის ყველაზე დიდია სკურდა. წელიწადის მცირე ნალექიან პერიოდში მდინარეში წყლის ნაკადი გაჩერებულია, წყალი იღებს მომწვანო ფერს ჭაობის დამახასიათებელი სუნით. მდინარის ნაკადის ქანობი 0,0001-0,0003 არ აღემატება. მდინარეში წყლის დონეების რყევა დამოკიდებულია მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობაზე. მისი წყალშემკრები აუზის ფართობი საპროექტო გაზსადენით გადასასვლელის კვეთში ტოლია 95 კმ²-ის.

ლიტერატურა

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=ფიჩორი&oldid=107090“-დან