ფლაის გეიზერი
თარგი:ინფოდაფა წყარო ფლაის გეიზერი (ინგლ. Fly Geyser) — მცირე ზომის გეოთერმული გეიზერი აშშ-ის ნევადის შტატის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. განლაგებულია ზღვის დონიდან 1223 მ სიმაღლეზე. რეგიონში ატმოსფერული ნალექების რაოდენობა განისაზღვრება 300 მმ-ით წელიწადში. ამოფრქვევის სიმაღლე უდრის 1,5 მ-ს. ბორცვთან ერთად, რომელზედაც იგი „ზის“ მისი სიმაღლე იქნება 3,7 მ. დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა კერძო მფლობელობაში. 2016 წლის ივნისში ფლაის რანჩოს ტერიტორიის 1500 ჰა მათ შორის საკუთრივ გეიზერი 6,5 მლნ. აშშ დოლარად შეისყიდა არაკომერციულმა პროექტმა „Burning Man“-მა.[1] 1916 წელს წყაროს მოსაპოვებლად ამ ადგილებში ჭაბურღილი ჩადგეს, თუმცა გეიზერს მისცეს დასაბამი. 1964 წელს მდუღარე წყალი ზედაპირზე ამოიფრქვა, რომელმაც მინერალებისაგან ლამაზი ლანდშაფტები შექმნა. გეიზერის კედლები დღესაც განიცდის ზრდას. თანდათან ღვრის მინერალებს (კარბონატის კალციუმი), წყალმცენარეებსა და ლურჯ-მწვანე წყალმცენარეებს, რომელიც განსაზღვრავს მის შეფერილობას. მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოქმნის წვრილ ტბებს, რომლებიც ცივი წყლებით გამოირჩევა.
რესურსები ინტერნეტში
- ფლაის გეიზერი – ინფორმაცია Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted (ინგლისური)
- ფლაის გეიზერი – ინფორმაცია Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted (რუსული)
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted