შინაარსზე გადასვლა

ფორტეპიანო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფორტეპიანო

ფორტეპიანო — კლავიშებიან-სიმებიანი ინსტრუმენტების კრებითი სახელი, რომელიც მოიცავს მუსიკალურ ინსტრუმენტებს — როიალს და პიანინოს. თანამედროვე ფორტეპიანომ ისტორიული განვითარების დიდი გზა განვლო უძველესი ერთსიმიანი „მონოქორდიდან“. დინამიკურმა და ტემბრულმა შესაძლებლობებმა მრავალხმიანი ფორტეპიანო ერთ-ერთ წამყვან სოლო და თანმხლებ ინსტრუმენტად აქცია.[1]

ტექნიკური მოწყობილობა

ნოტების დიაპაზონი

ფორტეპიანოს მექანიკა

ფორტეპიანო, ბგერას ანუ ხმას გამოსცემს ჩაქუჩის სიმზე დარტყმით. სიმები გადაჭიმულია რეზონანსულ დეკაზე (პიანინოში დეკა-დაფა განლაგებულია ვერტიკალურად, როიალში კი ჰორიზონტალურად).

პედლები

თანამედროვე ფორტეპიანოს გააჩნია ორი ან სამი პედალი (მარჯვენა, მარცხენა, საშუალო). ძველებურ ინსტრუმენტებში, ამავე დანიშნულებით მოწყობილი იყო ბერკეტები, რომლებსაც შემსრულებელი-პიანისტი მუხლებით მართავდა.

მარჯვენა პედალზე დაჭერით სიმების ჟღერა ხანგრძლივდება, მარცხენა პედალი — პირიქით, ახშობს. მესამე პედალი, რომელიც სრულყო ჰენრი სტენვეიმ, აგრძელებს გარკვეული ბგერის ჟღერადობას, მარჯვენა პედალის შემდგომი მოქმედებისაგან დამოუკიდებლად.[1]

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 ფორტეპიანო // ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი : რუსულ-ქართული / შემდგ. ა. ყიფშიძე, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: „განათლება“, 1985. — გვ. 747, თარგი:Nobr.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted