ფრანსუა ტრიუფო
ფრანსუა ტრიუფო | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
დაბადების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
გაუჩინარდა | Script error: No such module "Separated entries". |
გარდაცვალების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
დაკრძალულია | Script error: No such module "Separated entries". |
საქმიანობა | კინორეჟისორი, კინოკრიტიკოსი |
აქტიური | 1955-1983 |
წოდება | Script error: No such module "Separated entries". |
მეუღლე(ები) | მადელინ მორგენშტერნი (1957–1965) |
მშობლები | Script error: No such module "Separated entries". |
BAFTA | 1973 — ამერიკული ღამე |
სხვა ჯილდოები |
კანის კინოფესტივალის ჯილდო საუკეთესო რეჟისორი |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ფრანსუა ტრიუფო (ფრანგ. François Roland Truffaut; დ. 6 თებერვალი, 1932, პარიზი — გ. 21 ოქტომბერი, 1984) — ფრანგი რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი, კინოკრიტიკოსი და მსახიობი. ფრანგული „ახალი ტალღის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და წარმომადგენელი.
ბიოგრაფია
ტრიუფომ, ისევე როგორც ფრანგული ახალი ტალღის სხვა წარმომადგენელმა, ჟან-ლუკ გოდარმა, მოღვაწეობა დაიწყო როგორც კინოკრიტიკოსმა. მისი პირველი აღიარებული ფილმი იყო „ოთხასი დარტყმა“, რომელმაც ტრიუფოს მოუტანა კანის კინოფესტივალის ჯილდო საუკეთესო რეჟისორისთვის. ფილმი ტრიუფოსთვის სანახევროდ ავტობიოგრაფიული იყო და ეხებოდა ბავშვს, რომელსაც კონფლიქტი აქვს მშობლებთან და საბოლოოდ სახლიდან გარბის. ფილმის გმირის ანტუან დუანელის ისტორია ტრიუფოს სხვა ფილმებშიც გაგრძელდა. ესენი იყო „ანტუანი და კოლეტი“, „მოპარული კოცნები“, „სუფრა და საწოლი“ და „გაქცეული სიყვარული“. ყველა მათგანში ანტუანის როლს ასრულებდა ჟან პიერ ლეო. განსხვავებით პირველი ფილმისგან, დუანელის სერიის სხვა ფილმები კომედიები იყო. ტრიუფო მოგვიანებით კვლავ დაუბრუნდა მოზარდების პრობლემებს და გადაიღო „ჯიბის ფული“.
ტრიუფო ხშირად თავად მონაწილეობდა საკუთარ ფილმებში. ასეთები იყო „ველური ბავშვი“, „მწვანე ოთახი“ და „ამერიკული ღამე“, რომელმაც მოიპოვა ოსკარი ნომინაციაში საუკეთესო უცხოური ფილმი და BAFTA საუკეთესო რეჟისურისთვის.
როგორც მსახიობს მიღებული აქვს მონაწილეობა რამდენიმე საკუთარ ფილმში, მათ შორის მთავარი როლების შემსრულებლად. ტრიუფომ სხვა რეჟისორის მხოლოდ ორ ფილმში ითამაშა. 1956 წელს ჟაკ რივეტის ფილმში შეასრულა ეპიზოდური როლი და 1977 წელს სტივენ სპილბერგის ფილმში „მესამე ხარისხის ახლო კონტაქტები“ შეასრულა ფრანგი პროფესორის კლოდ ლაკომბის როლი.
ფილმოგრაფია
- სარეჟისორო სრულმეტრაჟიანი ფილმები
- 1959 - ოთხასი დარტყმა (Les Quatre Cents Coups)
- 1960 - ესროლეთ პიანისტს (Tirez sur le pianiste)
- 1962 - ჟიული და ჯიმი (Jules et Jim)
- 1964 - ნაზი კანი (La Peau douce)
- 1966 - ფარენჰეიტი 451 (Fahrenheit 451)
- 1968 - პატარძალი იყო შავებში (La Mariée était en noir)
- 1968 - მოპარული კოცნები (Baisers volés)
- 1969 - მისისიპის ქალთევზა (La sirène du Mississipi)
- 1970 - ველური ბავშვი (L'Enfant sauvage)
- 1970 - ოჯახური კერა (Domicile conjugal)
- 1971 - ორი ინგლისელი და კონტინენტი (Les Deux anglaises et le continent)
- 1972 - ისეთივე ლამაზი, როგორც მე (Une belle fille comme moi)
- 1973 - ამერიკული ღამე (La Nuit américaine)
- 1975 - ადელის ისტორია (L'Histoire d'Adèle H.)
- 1976 - ჯიბის ფული (L'Argent de poche)
- 1977 - კაცი, რომელსაც ქალები უყვარდა (L'Homme qui aimait les femmes)
- 1978 - მწვანე ოთახი (La Chambre verte)
- 1979 - გაქცეული სიყვარული (L'Amour en fuite)
- 1980 - უკანასკნელი მეტრო (Le Dernier métro)
- 1981 - მეზობელი ქალი (La Femme d'à côté)
- 1983 - მხიარული კვირა დღე (Vivement dimanche!)
რესურსები ინტერნეტში
- ფრანსუა ტრიუფო კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაშიLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ფრანსუა ტრიუფო - კანი, 1968 წლის მაისი
- ჟანა მოროს, კატრინ დენევის და ფანი არდანის საყვარელი კაცი[მკვდარი ბმული]