შინაარსზე გადასვლა

ფრეიზერი (კუნძული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრეიზერი
მშობ. სახელი: ინგლ. Fraser Island
ესკიზის შექმნის შეცდომა:
ფრეიზერი
გეოგრაფია
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მდებარეობა მარჯნის ზღვა
კოორდინატები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
კუნძულთა რაოდენობა 1
ფართობი 1840 კმ²
სიგრძე 120 კმ
სიგანე 7-23 კმ
უმაღლესი წერტილი 240 მ
კუინზლენდი
დემოგრაფია
მოსახლეობა 360 (2006)
სიმჭიდროვე 0,196 /კმ²
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 620
ინგლ.რუს.ფრ.

ფრეიზერი (ინგლ. Fraser Island) — ქვიშიანი კუნძული ავსტრალიის კუინზლენდის შტატის სამხრეთ სანაპიროსთან. მდებარეობს ბრისბენიდან დაახლოებით 300 კმ-ში. 2006 წლის აღწერით, კუნძულის მოსახლეობა შეადგენს 360 კაცს. 1992 წელს შევიდა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ჩამონათვალში, როგორც განუმეორებელი ბუნებრივი ძეგლი.

გეოგრაფია

ფაილი:Fraser island locator map.svg
კუნძულ ფრეიზერის რუკა

კუნძულს აქვს წაგრძელებული ფორმა. მისი სიგრძე დაახლოებით 120 კმ-ია, სიგანე კი 7-დან 23 კმ. მისი ფართობია — 1840 კმ². იგი მიჩნეულია უდიდეს ქვიშიან კუნძულად მსოფლიოში.

მისი შემადგენელი დიუნები წარმოიქმნა დაახლოებით 400 ათასი წლის წინ და აქვთ სიმაღლე 240 მეტრამდე. კუნძულზე არსებობს 40-ზე მეტი სასმელად ვარგისი ტბა, რომელთაგან ყველაზე დიდია — ბოუმინგენის ტბა (ფართობი 200 ჰა). კუნძულის დასავლეთი სანაპირო დაკავებულია მანგროს ტყეებით და ჭაობებით, ოკეანისკენ მიქცეული აღმოსავლეთი კი დაახლოებით 100 კმ-ის სიგრძის თეთრ ქვიშიანი პლაჟია. ჩრდილოეთ ნაწილში შენარჩუნებულია ხელუხლებელი ტენიანი ეკვატორული ტყეები, რომლის დიდი ნაწილი (დაახლოებით 1645 კმ²) არის გრეიტ-სენდის ეროვნული პარკის ნაწილი. საინტერესოა კუნძულის ცხოველთა სამყაროც. პატარა სიღრმის, კარგად გამთბარ ტბებში ბინადრობენ სასმელი წყლის კუები, ხოლო ხმელეთზე გვხვდება ველური ჯიშის ძაღლი დინგო.

ისტორია

ავსტრალიის ევროპელთა კოლონიზაციამდე კუნძულზე ცხოვრობდნენ რამდენიმე ათასი აბორიგენები. ბატჩულას (Butchulla) ტომის ენაზე კუნძულს ერქვა კგარი (K`gari) — სამოთხე. თანამედროვე სახელი დაკავშირებულია კაპიტან ფრეიზერის და მისი ცოლის გვართან, რომელთა გემმაც „Stirling Castle“ განიცადა ავარია კუნძულთან.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში