შინაარსზე გადასვლა

ფრესკა (ალმანახი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი ფრესკა — ქართული საბჭოთა ილუსტრირებული ალმანახი. გამოდიოდა თბილისში. გამომცემლობა „ნაკადულში“ 1967 წლიდან. გამოსცემდა სარედაქციო კოლეგია წელიწადში ერთხელ. განკუთვნილი იყო მოზარდი თაობისათვის. ალმანახის მიზანი იყო გაეცნო ახალგაზრდობას სახვითი ხელოვნება და ხუროთმოძღვრება, გაეღვივებინა მასში ხელოვნებისადმი ინტერესი. „ფრესკაში“ გაშუქებული იყო ქართული და უცხოური მხატვრობის, ქანდაკების, გამოყენებითი ხელოვნებისა და ხუროთმოძღვრების თეორიული და ისტორიული საკითხები. ტირაჟი 10000.

ლიტერატურა