ფრონტონი
იერსახე
ფრონტონი (ფრანგ. fronton < ლათ. frons, ნათესაობითი ბრუნვა frontis - შუბლი, წინა მხარე) — არქიტექტურაში, შენობის ფასადის, პორტიკის, კოლონადის დამაგვირგვინებელი ნაწილი (ჩვეულებრივ სამკუთხედის ფორმისა), რომელიც შემოფარგლულია სახურავის 2 ფერდითა და კარნიზით. ფრონტონის არეს (ტიმპანი) ხშირად ამკობენ ქანდაკებით, რელიეფით და სხვა.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1986. — გვ. 407.