შინაარსზე გადასვლა

ქანესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქანესის სავარაუდო ნაქანაქარი

ქანესი, ქანიში, ნესა — წინახეთური და ხეთური ხანის ქალაქი მცირე აზიაში, ახლანდელი ქიულთეფეს ადგილას (კაისერის ჩრდილო-აღმოსავლეთით 20 კმ-ზე). ქანესი აღმოაჩინა ბ. ჰროზნიმ 1925 წლის არქეოლოგიური გათხრების შედეგად, როდესაც იპოვეს ათასობით ლურსმული, ე. წ. „კაპადოკიური“ ფირფიტა. როგორც შემდეგი გამოკვლევებით დადასტურდა, ძველ ხეთურ ენაზე შედგენილ წყაროებში ქანესს ეწოდებოდა აგრეთვე ნესა. ქანესში იყო განლაგებული ასურელთა დიდი სავაჭრო კოლონია, რომელიც ადგილობრივი ქალაქ-სახელმწიფოს მმართველს (ასეთები იყვნენ: ინარა, ვარშამა და სხვ.) ემორჩილებოდა. ქანესი დაიპყრო მეზობელმა ქალაქ-სახელმწიფომ ქუსარამ, რომლის მეფე ანითამ (ძვ. წ. XVIII საუკუნის შუა ხანები) ქანესი თავის სატახტო ქალაქად გამოაცხადა. ხეთურ ხანაში ქანესი დაკნინდა. ინდოევროპელი ხეთები თავიანთ ენას ქანესის სახელის მიხედვით აღნიშნავდნენ და მას ქანესურ (ნესურ, ნესიტურ) ენას უწოდებდნენ.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=ქანესი&oldid=147213“-დან