ქართული ცურვა
ქართული ცურვა — ცურვის უნიკალური სტილი. კიდურების მოძრაობა ცურვის ამ სახეობაში საყოველთაოდ აღიარებული ტრადიციული გაგებით არ გამოიყენება. სრიალი ხორციელდება წელისა და შეტყუპებული ფეხების დელფინისებური მოძრაობით. მაშინ, როდესაც კაცობრიობის მთელი არსებობის მანძილზე ცნება „ცურვა“ მოიაზრებოდა, როგორც ადამიანის უნარი — თავი შეიმაგროს წყლის ზედაპირზე და გადაადგილდეს კიდურების მოძრაობის საშუალებით.
ისტორია
ჰენრი კუპრაშვილის მიერ გაცოცხლებული ქართული ცურვის უნიკალური სახეობანი: „ლაზური“, ანუ „თავისუფალი კოლხური“ და „ოკრიბულა“, (სპორტული სტილი), „ხელფეხშეკრული კოლხური“ (სამხედრო-საწვრთნელი სტილი); „აფხაზური“, „იბერიული“, „ქიზიყური“, „ხაშურული“, „თახვია“ (სავარჯიშო საწრთვნელი ყაიდები) ადამიანის წარმოდგენას ცვლის ცურვის შესახებ.
1960-იანი წლების დასაწყისში, ანაკლიის მახლობლად სოფ. ერგეტაში, მეგრელ ბერიკაცს ლევან ქურსუას (1887-1969) აქვს მოყოლილი ქართული ლეგენდა, რომ უძველეს დროში კოლხი (ლაზი) და იბერიელი მეომრები სამხედრო მომზადების დროს იყენებდნენ ხელფეხშეკრული ყაიდით ცურვას.(ჰენრი კუპრაშვილი. ქართული ცურვა. სახელმძღვანელო. მეორე გამოცემა. ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. ქუთაისი. 2005)
ერთი შეხედვით, ეს შეიძლება ახირებადაც კი მოეჩვენოს ზოგიერთს, მაგრამ სინამდვილეში იგი მეომრის აღზრდისა და ჩამოყალიბების უფრო ღრმად გააზრებულ ფსიქოლოგიურ საფუძველს ემყარება. კერძოდ, ხელფეხშეკრული (როდესაც ოთხივე კიდურია გაკოჭილი) ცურვა ორ მიზანს ისახავდა:
- მეომრის ფსიქოლოგიური მომზადება და მასში მებრძოლი სულის გაძლიერება. ადამიანი თუ წყლის სტიქიისადმი ბუნებრივ შიშს (წყლის სტიქიის პირისპირ ადამიანის ხელფეხშეკრულ მდგომა-რეობაში ყოფნა ინსტინქტურად სიკვდილისადმი ბუნებრივ შიშს იწვევს ხელფეხშეკრული დაძლევს (ადამიანის მარად თანმდევ ამ დამთრგუნველ სინდრომს დაამარცხებს), ცხადია, მისგან ძლიერი მებრძოლი დადგება და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ყოველგვარ წინააღმდეგობას ადვილად გადალახავს, რა მდგომარეობაშიც არ უნდა მოექცეს.
- ტყვედ ჩავარდნის შემთხვევაში, თუ შანსი მიეცემოდა (მაგალითად, გემიდან წყალში აღმოჩნდებოდა და ა.შ.), ხელფეხშეკრულიც კი დააღწევდა თავს.
აღორძინება
ჰენრი კუპრაშვილმა ცურვის უნიკალური ქართული სახეობების აღორძინებას სპორტკომპლექს «ლაგუნა ვერეზე» ჩაუყარა საფუძველი (იხილე სურათები):
- ლაგუნა ვერეზე იქნა გაცოცხლებული მისი ერთ-ერთი ნაირსახეობა, სამხედრო-საწვრთნელი ყაიდა «ხელფეხშეკრული კოლხური», ანუ როდესაც 2001 წლის 28 იანვარს, უამრავი ჟურნალისტისა და მაყურებლების თვალწინ, მსოფლიოსთვის ქართული ცურვის გაცნობის მიზნით, ოთხგან ხელფეხშეკრული ადამიანი გადახტა აუზში და პლანეტაზე პირველმა, თანაც შეუსვენებლივ, გაცურა 2 კილომეტრი. მსოფლიოს მოედო როიტერსისა და ასოშიეიტიდ პრესსის მიერ გადაცემული სენსაციური ინფორმაცია. ამერიკულმა ტელეკომპანია სი-ენ-ენ-მა მოცურავეს «ადამიანი დელფინი» შეარქვა და მისი ინტერვიუ და ამ გაცურვის ამსახველი სიუჟეტი მრავალჯერ გაიმეორა.
- სპორტსაზოგადოება «დინამოს» (კობა ნარჩემაშვილი) ხელშეწყობით 2002 წელს, პირველად კაცობრიობის ისტორიაში, ამავე ხერხით იქნა გადაცურული დარდანელის სრუტე (12 კილომეტრი 3 საათსა და 15 წუთში).
- აუზის ხელმძღვანელობის ნებართვით, «ლაგუნა ვერზე» 2003 წელს დროებით, ცდას სახით, შეიქმნა ცურვის ქართული სახეობების შემსწავლელი პირველი ჯგუფი, რომელშიც დემირელის კოლეჯის 12 მოსწავლე გაერთიანდა.
- 2004 წლის 7 ივნისს «ლაგუნა ვერზე» მსოფლიოში პირველად ჩატარდა შეჯიბრება «თავისუფალ კოლხურსა» და «ხელფეხშეკრულ კოლხურში». 2006 წლის 12 მაისს შეჯიბრებაზე უკვე 60 სპორტსმენი გამოვიდა (მათ შორის, რუსთავიდან 10).[1]
- "ლაგუნა ვერეს" აღზრდილებმა 2006 წლის 3 სექტემბერს მოაწყეს თბილისის ზღვის “ხელფეხშეკრული კოლხურით” მასობრივი გადაცურვა. კაცობრიობის ისტორიისათვის ამ უპრეცედენტო შეჯიბრებაში მონაწილეობა პირველი ადგილი დაიკავა 12 წლის ირაკლი შენგელიამ (3 500 მეტრიან დისტანციას მოანდომა 40 წუთი და 47 წამი, მეორე ადგილზე გავიდა 13 წლის ნასტია გრივაჩი (46.11), ხოლო მესამე ადგილი გაინაწილეს 11 წლის ნინო ბასილაიამ და ანი სიჭინავამ (57.54).[2] 2007 წლის 30 აგვისტოს გაიმართა თბილისის ზღვის “ხელფეხშეკრული კოლხურით” მეორე ტრადიციული ჯგუფური გადაცურვა. პირველი ადგილი დაიკავა კვლავ 13 წლის ირაკლი შენგელიამ (37.53.00), რომელმაც გააუმჯობესა წინა შედეგი. მეორე ადგილზე გავიდა დათო ბარდაველიძე (51.17.00), მესამეზე – თემურ კობახიძე (53.03.00), მეოთხეზე – თიკა ბაკურაძე (57.23.00), მეხუთეზე – ანი სიჭინავა (57.58.00). გადაცურვა მიეძღვნა ჰენრი კუპრაშვილის მიერ დარდანელის სრუტის გადაცურვის ხუთი წლისთავს.[3][4]
2009 წლის 27 ივნისს სპორტკომპლექს " ლაგუნა ვერეში" გაიმართა საქართველოს პირველი ჩემპიონატი ცურვის ქართულ სახეობა “ ლაზურში” (თავისუფალ კოლხურში). მონაწილეობა მიიღეს სპორტსმენებმა თბილისიდან, რუსთავიდან, ბათუმიდან, გორიდან, ჭიათურიდან, საჩხერიდან და აზერბაიჯანიდან. ასპარეზობაზე აჟღერდა კომპოზიტორ მერაბ მამულაშვილის მიერ სპეციალურად ლაზურში შეჯიბრებისთვის დაწერილი “ლაზური მარში”.
შეჯიბრება ჩატარდა ქართული ხალხური თამაშებისა და სპორტის ეროვნული სახეობების ასოციაციის , თბილისის მერიის სპორტისა და ტურიზმის საქალაქო სამსახურისა და სპორტკომპლექს “ლაგუნა ვერეს” ეგიდით. შედეგები:
50 მეტრიანი დისტანცია, გოგონები:
1. ანა ლომინაძე (ლაგუნა ვერე, თბილისი) – 46.26; 2. ელენე შენგელია ( შპს სპორტსტილი, დელფინი, თბილისი) – 53.2; 3. ანა მაყიშვილი (გორი) – 56.6.
50 მეტრიანი დისტანცია, ბიჭები:
1. თემურ კობახიძე (ლაგუნა ვერე, თბილისი) – 39.55; 2. გიორგი წილოსანი (ლაგუნა ვერე, თბილისი) – 45.63; 3. გიორგი ბიგანიშვილი (ლაგუნა ვერე, თბილისი) – 50.00.
100 მეტრიანი დისტანცია, გოგონები:
1. ნასტია გრივაჩი (ლაგუნა ვერე, თბილისი) – 1.41.9; 2. ნატალია ფილინა (ბაქო, აზერბაიჯანი) – 1.49.0; 3. გვანცა ხინჩაკაშვილი (გორი) – 1.49.60.
100 მეტრიანი დისტანცია, ბიჭები:
1. ირაკლი რევიშვილი (ტონუსი, თბილისი) – 1.17.10; 2. თორნიკე სხილაძე (ლაგუნა ვერე, თბილისი) – 1.20.46; 3. ირაკლი შენგელია (ტონუსი, თბილისი) – 1.23.0.
400 მეტრიანი დისტანცია, ბიჭები:
1. ირაკლი შენგელია (ტონუსი, თბილისი) – 6.52.8; 2. დავით ბარდაველიძე (ლაგუნა ვერე, თბილისი) – 7.38.2; 3. ცოტნე დევდარიანი (შპს სპორტსტილი, დელფინი, თბილისი) – 7.57.0.
-
100–იანი დისტანცია, ბიჭები: 1. ირაკლი რევიშვილი (ტონუსი, თბილისი) – 1.17.10; 2. თორნიკე სხილაძე (ლაგუნა ვერე, თბილისი) – 1.20. 46; 3. ირაკლი შენგელია (ტონუსი, თბილისი) – 1.23.0.
-
100 მეტრიანი დისტანცია, გოგონები: 1. ნასტია გრივაჩი (ლაგუნა ვერე, თბილისი) – 1.41.9; 2. ნატალია ფილინა (ბაქო, აზერბაიჯანი) – 1.49.0; 3. გვანცა ხინჩაკაშვილი (გორი) – 1.49.60.
ისინი მზად არიან იმავე ხერხით გადაცურონ დარდანელის სრუტეც. ელიან სპონსორის გამოჩენას.
- ინტერესი გამოიწვია “ლაგუნა ვერეზე” 2007 წლის 23 ივნისს საერთაშორისო ასოციაცია «930»-თან (მარი მალაზონია) ერთად ჩატარებულმა 70 წელს გადაცილებულთა შორის შეჯიბრებამ “რაჭულად” ცურვაში (პრიზიორები: 78 წლის შალვა კვინტრაძე, 73 წლის კახი კავსაძე, 72 წლის გივი გადელია).[5]
- გაზეთ «ჯორჯია თუდეის» ამერიკელი ჟურნალისტი სტეფან ჰილბორნი პირველი უცხოელია, რომელმაც “თავისუფალი კოლხური” შეისწავლა. 2007 წლის 21 ივლისს “ლაგუნა ვერეზე” გამართულ ჟურნალისტთა შორის შეჯიბრებაზე მან ამ სტილით ცურვაში 1 წამით აჯობა «რუსთავი 2»-ის ჟურნალისტს ხათუნა ნოზაძეს და დაიკავა პირველი ადგილი.[6]
წარმოშობით გერმანელი დიმიტრი დიქი პირველი ქართველი მწრთვნელია, რომელმაც “ლაგუნა ვერეზე” პროფესიონალი მოცურავე სპორტსმენების წვრთნის პროცესში აქტიურად დანერგა ქართული ცურვის სახეობები. სწავლების პროცესში იყენებს ამ ყაიდებს “ლაგუა ვერეს” მთავარი მწვრთნელი მანანა ზამბახიძეც.
ქართული ცურვა სპეციფიკურია და ავითარების კუნთების იმ სისტემას, რომელიც აქტიურ როლს თამაშობს კლასიკური სპორტული ცურვის სახეობების სრულყოფაში. უდავოა, რომ ამ მეთოდით მომზადებული ქართველი მოცურავეები პერსპექტივაში წარმატებებს მიაღწევენ ცურვის კლასიკურ სახეობებშიც, თორემ საქართველოში დღეს სპორტული ცურვა ხომ სავალალოდ გამოიყურება.[7]
ქართული ცურვის ნაირსახეობები
"თავისუფალი კოლხური (ლაზური)"
"ხელფეხშეკრული კოლხური"
სამხედრო-საწრთვნელი ყაიდა. ცურვის პროცესი იგივეა, რაც თავისუფალი კოლხურის დროს, მხოლოდ განსხვავება ისაა, რომ ტანზე მიჭერილი ხელები იდაყვის ზემოთ და მაჯებთან, ფეხები კი მუხლებთან და კოჭებთან ფართო ღვედებით შეკრულია (შეიძლება გამოყენებულ იქნეს ავტომობილის მგზავრის უსაფრთხოების ქამრებისაგან დამზადებული ღვედები).
"აფხაზურა"
თავისუფალი კოლხურის პოზაში წყალში გვერდულად გაწოლილი, თავი შეტრიალებულია მარჯვენა მხრისკენ, ისე რომ სუნთქვის გასაადვილებლად სახე წყლის ზემოთ იყოს მოქცეული. მოძრაობები სრულდება თევზის კუდის მსგავსად (დელფინის კუდისაგან განსხვავებით) შეტყუპებული ფეხებით და მენჯ-წელით.
"ოკრიბულა"
თახვის პოზაში, ოღონდ ხელებია წინ გამართული, ხელის მტევნები ერთმანეთზეა დადებული წყლის ზემოთ ოდნავ წამოწეული თითებით. ამ მდგომარეობაში სრულდება თახვიას მოძრაობები.
"იბერიული"
ტანის მდგომარეობა - გაჭიმული ტანი თითქმის წყლის ზედაპირთანაა, გამართული ფეხები შეერთებულია ერთად, წინ გამართული ხელები, ხელის მტევნები ერთმანეთზეა დადებული წყლის ზემოთ ოდნავ წამოწეული თითებით, თავი ჩაშვებულია წყალში ხელებ შუა, სახით ქვევით. ასეთი მდგომარეობა შეესაბამება სრიალის მომენტს და პირობითად შეიძლება ჩაითვალოს საწყის მდგომარეობად. ამ მდგომარეობაში სრულდება თავისუფალი კოლხურის მოძრაობები (სუნთქვა, მენჯისა და შეტყუპებული, გამართული ფეხების მოძრაობები).
ფაილი:P 18a.jpg ფაილი:P 18b .jpg ფაილი:P 18d .jpg ფაილი:P 18g .jpg
"თახვია"
თავისუფალი კოლხურის პოზაში წყალში ზურგზეა გაწოლილი. მოძრაობები სრულდება ძირითადად შეტყუპებული ფეხებით ქანქარისებურად ზევით-ქვევით, თითქოს ტერფებით მკვეთრად უნდა ამოარტყა ბურთს ქვემოდან.
"ხაშურული"
თავი, ტანი და ხელები თავისუფალი კოლხურის პოზაშია. სუნთქვა ხორციელდება, როგორც თავისუფალი კოლხურის ცურვის დროს. მხოლოდ ფეხებით სრულდება ინტენსიური მოძრაობა ბრასის წესით
"ქიზიყური"
თავი, ტანი და ხელები თავისუფალი კოლხურის პოზაშია. სუნთქვა ხორციელდება, როგორც კროლით ისე თავისუფალი კოლხურით ცურვის დროს. მხოლოდ ფეხებით სრულდება ინტენსიური მოძრაობა კროლის წესით.
ლიტერატურა
- კუპრაშვილი ჰენრი. ქართული ცურვა.სახელმძღვ. რედ.: პროფ.გიორგი დოლიძე; მხატვ.: ლევან ძაგნიძე. თბ., 2004. ISBN 99940-0-190-6 . UDC: 797.2.034.2(479.22) + 797.2(075) [1][მკვდარი ბმული]
- კუპრაშვილი ჰენრი. ქართული ცურვა.[სახელმძღვ. ცურვის მოყვარულთათვის / რედ.: პროფ.გიორგი დოლიძე; მხატვ.: ლევან ძაგნიძე - მე-2 გამოც. - ქუთაისი : ქუთაისის უნივერსიტეტის გამ-ბა, 2005. ISBN 99940-0-561-8. UDC: 797.2.034.2(479.22) + 797.2(075) [2][მკვდარი ბმული]
- დარდანელის გმირი:შვიდი უნიკალური მოვლენა / მთ.რედ.:ომარ გოგიაშვილი. თბ.:მედია ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმსი, 2003.64 გვ.;ტექსტი ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. UDC: 796.092.2 + 797.2(479.22)[3] Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სქოლიო
- ↑ http://www.newsgeorgia.ru/geo1/20060512/41707677.html[მკვდარი ბმული]
- ↑ http://www.newsgeorgia.ru/geo1/20060828/41799897.html[მკვდარი ბმული]
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2007-09-27.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-08-29. ციტირების თარიღი: 2007-09-27.
- ↑ http://www.newsgeorgia.ru/geo1/20070623/42003498.html[მკვდარი ბმული]
- ↑ http://www.newsgeorgia.ru/geo1/20070721/42019743.html[მკვდარი ბმული]
- ↑ http://www.newsgeorgia.ru/sport/20050112/334950.html[მკვდარი ბმული]
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
რესურსები ინტერნეტში
- საქართველოს ცურვის ეროვნულ სახეობათა ფედერაცია ღია ჯგუფი Facebook-ზე
- შეჯიბრება თბილისის მერიის თასზე 25.05.2010
- საქართველოს პირველი ჩემპიონატი 27.06.2009
- სი–ენ–ენ–ი - 2002(ინგლ.)
- სი–ენ–ენ–ი – 2001(ინგლ.)
- როიტერსი 2007(ინგლ.)
- ცურვის კოლხურ–იბერიული სტილი საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- "როიტერსის" არქივი, ვიდეო[მკვდარი ბმული] (ინგლ.)
- Galileo Big Pictures. German TV, ProSieben
- ვიდეო
- YouTube
- საქართველოს პირველი ჩემპიონატი "ლაზურში"
- первый чемпионат по древнему стилю плавания[მკვდარი ბმული] (რუსული)
- НТВ Новости
- ფრანს პრესი AFP/Mediafax Foto [მკვდარი ბმული] (ინგლ.)
- სი–ენ–ენ–ი (ინგლ.)
- Цанов Иван. Грузинци се състезават на техен плувен стил.The First Bulgarian Swimming Site Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- The First Bulgarian Swimming Site - Иван Цанов.Колхидо-иберийското плуване Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted