ქვევრი
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი
ქვევრი — კვერცხისებური ფორმის, კონუსური (იშვიათად ბრტყელი) ძირის მქონე თიხის ჭურჭელი, ვიწრო ყელითა და დისკოსებური თავით. გამოიყენება ღვინის დასაყენებლად ან მარცვლეულის შესანახად. ქვევრის მოხმარება სპეციფიურია - მას მიწაში ფლავენ და ჰერმეტიულად ხურავენ. საქართველოში ქვევრისებური ჭურჭელი ადრეული ბრინჯაოს ხაინდანაა ცნობილი, თუმცა ბევრი მათგანის კონკრეტული დანიშნულება უცნობია. ქვევრი მრავლადაა გამოვლენილი ანტიკური ხანის ნამოსახლარებსა და სამაროვნებზე.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უძველესი დროიდან დღემდე გავრცელებულ, ღვინის დასაყენებელ და შესანახ თიხის უნიკალურ ჭურჭელს - ქვევრს, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა[1]. იგივე სტატუსი ქვევრს, საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 8 თებერვალის № 91 ბრძანებულებით, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისადაც მიენიჭა[2][3].
იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-8 სესიაზე (ქ. ბაქო, 2-7 დეკემბერი, 2013) მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოს მიერ წარდგენილი ნომინაციის „ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდის“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეტანის თაობაზე[4][5].
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- ე. გოგაძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1986. — გვ. 510.
- «ქვევრის ჰერმეტიზაციის ძველი წესები» / გ. ცინცაძე, ხ. წიქარიშვილი, მ. ცინცაძე, რ. ჩაგუნავა // საქართველოს ქიმიური ჟურნალი. - თბ., 2007. - ISSN: 1512-0686. - N2. - გვ.233-235. - რეზიუმე ინგლისურ და რუსულ ენაზე;
- «ქვევრის გამოყენის განსაკუთრებული შემთხვევები» / გ. ცინცაძე, ხ. წიქარიშვილი, მ. ცინცაძე, რ. ჩაგუნავა // საქართველოს ქიმიური ჟურნალი. - თბ., 2007. - ISSN: 1512-0686. - N2. - გვ.236-238. - რეზიუმე ინგლისურ და რუსულ ენაზე;
- «ქვევრის სარქველი : [ჰერმეტულად დახურვის წესი]» // მოსავალი / რედაქტორ-გამომცემელი ვ.ი. რცხილაძე. - 1909. - N12. - გვ.9-10
რესურსები ინტერნეტში
- თეიმურაზ ბატონიშვილისა და მარი ბროსეს გაბაასება. პორტალი მარანი (2009-04-09).;
- ლუკა კარკაძე. (2008-12-27) ქვევრი. ბლოგი „ქართული ვაზის ჯიშები“.
სქოლიო
- ↑ ქვევრს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭება
- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №91 2012 წლის 8 თებერვალი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2015-02-08.
- ↑ პრეზიდენტმა ქვევრს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა
- ↑ „ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი” არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში
- ↑ http://www.unesco.org/culture/ich/index.php?RL=00870
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted