ქვემო როკის მეორე კოშკი
იერსახე
ქვემო როკის მეორე კოშკი - არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო როკაში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
გეგმით ოთხკუთხა კოშკი ნაშენია ფიქალითა და ფლეთილი ქვით. წყობა მშრალია. სამხრეთი კედელი მთლიანად დანგრეულია, აღმოსავლეთი და დასავლეთი კედლები ნაწილობრივ. გადარჩენილი ნაწილი ხუთი სართულის დონეზეა.
ლიტერატურა
- შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004