ღამურები (ჯგუფი)
ღამურები | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ჯგუფის პირველი შემადგენლობა 1991 წელს. | |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დაბ. ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
წარმოშობა | თელავი, საქართველო |
გარდ. თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდ. ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დასაფლავებულია | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ეროვნება | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ჟანრ(ებ)ი | როკი |
აქტიური |
1988–1994 (დროებითი გაერთიანება: 2011) |
ყოფილი წევრები |
ზაზა კევლიშვილი მამუკა ხანჯალიაშვილი დუტა სხირტლაძე თემურ ფაციაშვილი თაზო ჟორჟოლიანი |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
საიტი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
ღამურები — ქართული როკ-ჯგუფი თელავიდან, რომელიც შეიქმნა 1988 წელს. სახელწოდება განაპირობა იმან, რომ ჯგუფს ძირითადად ღამის საათებში უწევდა რეპეტიციების ჩატარება.
ისტორია
პირველი კონცერტი ჯგუფმა გამართა 1989 წელს თელავში, ნადიკვრის საზაფხულო თეტრში. რასაც მალევე მოჰყვა სამი დიდი კონცერტი თელავის დრამატულ თეატრში.
1991 წელს ჯგუფმა ჩაწერა პირველი ალბომი Live In Telavi. ამავე პერიოდში ჯგუფი შემთხვევით აღმოაჩინა ზურაბ ჟვანიამ და მიიწვია თბილისში გრინპისის საერთაშორისო გალა კონცერტზე No Violence, რომელიც გახსნეს და დახურეს „ღამურებმა“.
ჯგუფმა დაიწყო მუშაობა მეორე სტუდიური ალბომის მასალაზე. ამავე პერიოდში იგი დატოვა დრამერმა თაზო ჟორჟოლიანმა, რომლის ადგილზეც მიიწვიეს თემურ ფაციაშვილი. 1993 წლის ნოემბერში, სტუდია „მელოდიაში“, ხმის რეჟისორ ერიკ ქუთათელაძის დახმარებით ჩაიწერა მეორე ალბომი „დირიჟორი“, რომელშიც შესულია შვიდი ინგლისურენოვანი და ერთი ქართულენოვანი კომპოზიცია.
გერმანიის ტურნე და ჯგუფის დაშლა
1994 წლის გაზაფხულზე ჯგუფი მიიწვიეს გერმანიაში, ბადენ-ვიურტემბერგში, 1987 წლიდან თელავის დაძმობილებულ ქალაქ ბიბერახში საერთაშორისო როკ და მეტალ ფესტივალზე, სადაც ჯგუფს ჰქონდა წარმატებული გამოსვლა და მიიღო რამდენიმე მიწვევა სხვა როკ-ფესტივალებზე, მათ შორის — შვედეთიდან და იტალიიდან. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჯგუფის წინაშე წარმოიქმნა ყოფითი პრობლემები — ელექტროენერგიის, სარეპეტიციო პირობების არქონა, რამაც ხელისშემშლელი როლი ითამაშა შემდგომი შემოქმედებითი მუშაობისთვის. ჯგუფის ბასისტი, დუტა სხირტლაძე, რამდენიმე წლის შემდეგ გახდა ცნობილი მსახიობი და ტელეწამყვანი.[1][2]
ჯგუფის წევრები
- მამუკა ხანჯალიაშვილი: გიტარა, ვოკალი
- ზაზა კევლიშვილი: გიტარა, ვოკალი
- დუტა სხირტლაძე: ბას გიტარა, ვოკალი
- თაზო ჟორჟოლიანი: დრამი (1988-დან 1991 წლამდე)
- თემურ ფაციაშვილი: დრამი (1991 წლიდან)
დისკოგრაფია
- სტუდიური ალბომები
- Live In Telavi (1991)
- დირიჟორი (1993)
რესურსები ინტერნეტში
- ღამურები - ალბომი "Live Ii Telavi" (1991)
- ღამურები - ალბომი ,,დირიჟორი" (1993)
- ღამურები - დროებითი გაერთიანება
- ღამურები - დროებითი გაერთიანება
სქოლიო
- ↑ https://www.youtube.com/watch?v=McjFWXs1Vqk ღამურები - რუსთავი 2-ზე
- ↑ https://www.youtube.com/watch?v=2-mwHPPm5us ღამურები - ტელევიზია მაესტროზე
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted