ყაზახეთის დემოგრაფია
ყაზახეთის დემოგრაფია | |||
---|---|---|---|
მოსახლეობის დინამიკა 1935-2009 | |||
მოსახლეობა | 16,500,000 (აპრილი,2011) | ||
სიმჭიდროვე | 5.94/კმ² | ||
ზრდის ტემპი | 13.5/1,000 (2010) | ||
შობადობა | 22.4/1,000 (2010) | ||
სიკვდილიანობა | 8.9/1,000 | ||
სიცოცხლის ხანგრძლივობა | 67.87 წელი | ||
ასაკობრივი სტრუქტურა | |||
0–14 | 21.8% (კაცი 1,717,469/ქალი 1,643,920) | ||
15–64 | 70.2% (კაცი 5,279,292/ქალი 5,534,607) | ||
65 და უფროსი | 7.9% (კაცი 426,494/ქალი 797,655) (2009 წლის შეფასებით) | ||
ეროვნება | |||
ეროვნება | ყაზახები | ||
ეროვნული უმრავლესობა | ყაზახები | ||
ეროვნული უმცირესობა | რუსები, უზბეკები, უკრაინელები, უიგურები, თათრები, გერმანელები |
ყაზახეთის დემოგრაფია — ყაზახეთის მოსახლეობისა და მათი მდგომარეობის მომოხილვა. დემოგრაფიული საკითხები მოიცავს: საბაზო განათლებას, ჯანმრთელობას და მოსახლეობის რაოდენობირივ სტატისტიკას მათი რასობრივი და რელიგიური მიკუთვნების გათვალისწიბებით.
მოსახლეობა
2011 წლის აპრილის მონაცემებით ყაზახეთის მოსახლეობის საერთო რაოდენობა შეადგენს 16,500,000. ყაზახეთი საშუალო სიმჭიდროვის დასახლებული ქვეყანაა 1 კვ. კმ-ზე ცხოვრობს 5 კაცი. ალმათი, ყაზახეთის კულტურული და ფინანსურ-ეკონომიკური ცენტრი და ასევე ერთადერთი ქალაქია ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა მილიონს აჭარბებს. მოსახლეობის 46% სოფლად, ხოლო 54% ქალაქებში ცხოვრობს.
კაცები საერთო მოსახლეობის 48.3%, ხოლო ქალები 51.7% შეადგენენ. მოსახლეობის 63.6% ეთნიკურად ყაზახია, 23.7% რუსი, 2.9% უზბეკი, 2.1% უკრაინელი 1.4% უიგური, 1.3% თათარი, 1.1% გერმანელი, 3.9% სხვა.
ყაზახეთის მოსახლეობა 1935 წლიდან 2009 წლამდე 6 081 000-დან 16 005 000-მდე გაიზარდა. მოსახლეობის ზრდა გრძელდებოდა 1989 წლამდე, როდესაც საერთო პოპულაციამ 16 537 000 ნიშნულამდე ავიდა, 2002 წლისთვის კი 14 851 000 გახდა. ამის მიზეზად ეთნიკური რუსების რუსეთში დაბრუნება სახელდება. მოსახლეობის საერთო რაოდენობის რიცხვმა 2002 წლიდან ზრდა დაიწყო.[1]
მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა 1939-2009
წელი (იანვარი) | მოსახლეობა ('000) | სოფლად მცხოვრები, % | ქალაქებში მცხოვრები, % | წყარო |
---|---|---|---|---|
1939 | 6,081 | 72 | 28 | აღწერა |
1959 | 9,295 | 56 | 44 | აღწერა |
1970 | 13,001 | 50 | 50 | აღწერა |
1979 | 14,685 | 46 | 54 | აღწერა |
1989 | 16,537 | 43 | 57 | აღწერა |
1999 | 14,953 | 43 | 57 | აღწერა |
2002 | 14,851 | 43 | 57 | შეფასება |
2005 | 15,075 | 43 | 57 | შეფასება |
2008 | 15,572 | 47 | 53 | შეფასება |
2009 | 16,005 | 46 | 54 | აღწერა |
სქოლიო
- ↑ Population dynamics and ethnic composition of Kazakhstan in the second half of the 20th century, Demoscope Weekly, No. 103-104, 3–16 March 2003 (რუსული)
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted