ყაზახეთის სტეპი
იერსახე
![](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/62/AltynEmeil.jpg/250px-AltynEmeil.jpg)
ყაზახეთის სტეპი ან ყირგიზეთის სტეპი — დიდი ეკორეგიონი ცენტრალურ აზიაში. მოიცავს ჩრდილოეთ ყაზახეთსა და მის მიმდებარე რუსეთის ტერიტორიების სტეპებს. გადაჭიმულია დასავლეთით პონტოურ-კასპიურ სტეპამდე, ხოლო აღმოსავლეთით ემინის ველის სტეპამდე.
მდებარეობა
სტეპი გადაჭიმულია 2200 კმ-ზე კასპიისპირა დაბლობის აღმოსავლეთით და არალის ზღვის ჩრდილოეთით, ალტაიმდე. ეს მსოფლიოში უდიდესი სტეპური რეგიონია და მას დაახლოებით 804.5 ათასი კმ² უკავია. ტერიტორიის უდიდეს ნაწილს სტეპები, ნახევარუდაბნოები და უდაბნოები შეადგენენ.
რესურსები ინტერნეტში
- CIA, The World Factbook, 2004
- ყაზახეთის სტეპი (National Geographic)
- ყაზახეთის სტეპი (World Wildlife Fund)