შინაარსზე გადასვლა

ყარაქილისის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თარგი:Stack ყარაქილისის ბრძოლა (სომხ. Ղարաքիլիսայի ճակատամարտ, თურქ. Karakilise Muharebesi ან Karakilise Muharebeleri) — პირველი მსოფლიო ომის კავკასიის კამპანიის ბრძოლა, რომელიც გაიმართა ყარაქილისის (დღევანდელი ვანაძორი) მახლობლად ოსმალეთის იმპერიასა და სომხეთის დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის 1918 წლის 25-28 მაისს.

ისტორია

უფრო მრავალრიცხოვანმა სომხურმა თავდაცვითმა ძალებმა მოახერხეს უკან გაებრუნებინათ შემოჭრილი ოსმალური ძალები, რომლებმაც დასავლეთ სომხეთში შეჭრით დაარღვიეს 1917 წელს ამიერკავკასიის კომისარიატთან ხელმოწერილი ხელშეკრულება. თურქებმა აიღეს ერზინჯანი, ერზურუმი, სარიყამიში, ყარსი, ალექსანდროპოლი და ყარაქილისს მიაღწიეს. აქ, ისევე როგორც, სარდარაპატსა და აპარანთან მოპოვებული გამარჯვებები ისნტრუმენტული ხასიათისა იყო და სომხეთის დემოკრატიულ რესპუბლიკას არსებობის საშუალება მისცა.

21 მაისს თურქებმა დაიკავეს ვორონცოვკა. თურქული რეგულარული ჯარების დარტყმების შედეგად სომხურმა შეიარაღებულმა ძალებმა უკან დახევა დაიწყეს. ოსმალურ-თურქული სამხედრო ძალების ნაწილი ერევნისაკენ, ნაწილი კი ყარაქილისისაკენ დაიძრა. ეს უკანასკნელი დაახლოებით 10 000 ჯარისკაცს, 70 საარტილერიო და 40 ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს მოიცავდა. სომხური მოსახლეობა ტოვებდა სახლებს და სამხრეთით, ერევნისა და სიუნიქისაკენ გადაადგილდებოდა. გარეგინ ნჟდე (თავის ჯართან ერთად) ჩავიდა ყარაქილისში და მოახერხა მოსახლეობის საბრძოლველად გაერთიანება. სომხური ძალები აღწევდა 6 000 ჯარისკაცს, 70 საარტილერიო და 20 ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს. 25-28 მაისს, ოთხდღიანი სასტიკი ბრძოლის შემდეგ ორივე მხარემ სერიოზული დანაკარგები განიცადა. მიუხედავად იმისა, რომ ოსმალურმა არმიამ შეძლო თავს დასხმოდა ყარაქილისს და ამოეხოცა მთელი მისი მოსახლეობა (4 000 ადამიანი), მას უკვე აღარ ჰქონდა საკმარისი ძალები სომხეთის სიღრმეში შესაჭრელად.[1][2]

ვეჰიბ-ფაშას საუბარი თავის შტაბთან: თარგი:Blockquote

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Hohanissian, Richard G. (1997) The Armenian People from Ancient to Modern Times. New York. St. Martin's Press, 299
  2. Walker, Christopher (1980). ARMENIA: The Survival of a Nation. New York: St. Martin's Press, გვ. 254. ISBN 0-7099-0210-7Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. 

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted