ყვაპუ შარვაშიძე
იერსახე
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი ყვაპუ შარვაშიძე — აფხაზეთის მთავრის ზეგნაყ შარვაშიძის უმცროსი შვილი. საუფლისწულოდ მიიღო მდინარეების ღალიძგასა და ენგურს შორის მდებარე ტერიტორია. მის დროს ეს მხარე აფხაზებით დასახლდა. ადგილობრივი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის ის გლეხებიც, რომლებიც დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსოს ეკუთვნოდა, ყვაპუ შარვაშიძემ ტყვეებად გაყიდა. კათალიკოსი დავითი (ნემსაძე) მოითხოვდა, რომ მას შეეწყვიტა ეს საქმიანობა. შარვაშიძე ცდილობდა დაუფლებოდა მდინარე ენგურის მარცხენა მხარეს. მხოლოდ XVIII საუკუნის დასაწყისში შესძლო სამეგრელოს მთავარმა გიორგი ლიპარტელიანმა იმერეთის მეფე გიორგი აბაშიძის დახმარებით აფხაზ ფეოდალთა შეტევის შეჩერება.
ლიტერატურა
- ზ. ანჩაბაძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1986. — გვ. 689.
წინამორბედი: ტიტული დაარსდა |
სამურზაყანოს მფლობელი ?–1705 |
შემდეგი: მურზაყან შარვაშიძე |