ყირიმული ფიჭვი
იერსახე
ყირიმული ფიჭვი, პალასის ფიჭვი (ლათ. Pinus nigra subsp. pallasiana) — მარადმწვანე ხე, ფიჭვისებრთა ოჯახისა. სიმაღლე 20-30 მ, ზოგჯერ 45 მ-მდე. ყირიმული ფიჭვის სამშობლოა ყირიმის მთები.
მისი გავრცელების არეალი მოიცავს ყირიმს, იაილის სამხრეთ კალთებსა და კავკასიის შავიზღვისპირა სანაპიროს ჩრდილოეთ ნაწილს. უწინ ყირიმული ფიჭვი თითქმის მთლიანად ფარავდა ყირიმის მთების კალთებსა და შტოქედებს. სინათლის მოყვარული მცენარეა, კარგად იზრდება ღია მზიან ადგილებში. ვარჯი ფართოა, პირამიდისებური; ტოტები ჰორიზონტალური.
ქერქი შავი ან მურაა, ნაპრალოვანი. ნორჩი ყლორტი მოყვითალო-მურა ფერისაა, კრიალა. კვირტი მსხვილია, სწორი. სიცოცხლის ხანგრძლივობა 500-600 წელი.
რესურსები ინტერნეტში
- ყირიმული ფიჭვი — ინფორმაცია Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted (რუსული)