შინაარსზე გადასვლა

შავი თვალის გალაქტიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შავი თვალის გალაქტიკა
გალაქტიკა
შავი თვალის გალაქტიკა
შავი თვალის გალაქტიკა
აღმოჩენის ისტორია
აღმომჩენი ედუარდ პიგოტი
იოჰან ელბერტ ბოდე
შარლ მესიე
აღმოჩენის თარიღი 1779
დაკვირვების მონაცემები
(ეპოქა J2000.0)
პირდაპირი ასვლა 12სთ 56წთ 43.7წმ[1]
დახრილობა +21° 40′ 58″
ხილული ვარსკვლავიერი სიდიდე mV 9,36
მახასიათებლები
ტიპი (R)SA(rs)ab, HIISy2
მანძილი 24 ± 7 მლნ სინ. წელი
რადიუსი სინ. წელი

შავი თვალის გალაქტიკა[2] (ასევე დემონის თვალის გალაქტიკა; კატალოგში მესიე 64, M64, ან NGC 4826) — სპირალური გალაქტიკა ბერენიკეს თმების თანავარსკვლავედის მიმართულებით. იმის გამო, რომ საკმაოდ კაშკაშაა და კარგად ჩანს უბრალო ტელესკოპებშიც კი, განსაკუთრებით პოპულარულია მოყვარულ ასტრონომებში. 1779 წელს აღმოჩინა ინგლისელმა ასტრონომმა ედუარდ პიგოტმა; მისგან დამოუკიდებლად, იმავე წელს აღმოაჩინა გერმანელმა იოჰან ელბერტ ბოდემ, 1780 წელს კი ფრანგმა შარლ მესიემ. კაშკაშა ბირთვის გარშემო, გალაქტიკას გარს აკრავს შთამნთქმელი მტვერი, რის გამოც მას „შავი თვალის გალაქტიკას“ უწოდებენ.

მახასიათებლები

მესიე 64-ის ვარსკვლავთშორისი სივრცე შედგება ერთმანეთის საწინააღმდეგოდ მოძრავი ორი დისკისგან, რომლებიც თითქმის თანაბარი მასისაა.[3] შიდა დისკში დიდი რაოდენობითაა კოსმოსური მტვერი.[4] ამ გალაქტიკის ირგვლივ განვითარებად შესაძლო სცენარებს შორისაა მის თანამგზავრ, გაზით მდიდარ გალაქტიკასთან შერწყმა და გალაქტიკათშორისი ღრუბლების შთანთქმა.[3][4]

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. NASA/IPAC Extragalactic Database. Results for NGC 4826. ციტირების თარიღი: 2006-11-06.
  2. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  3. 3.0 3.1 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  4. 4.0 4.1 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted