შავშეთის ქედი
იერსახე
შავშეთის ქედი | |
---|---|
შავშეთის ქედის ხედი ხულოდან. ცენტრში ჩანს უმაღლესი მწვერვალი ხევა. | |
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
ქვეყანა | საქართველოს დროშა საქართველო თურქეთის დროშა თურქეთი |
ტერიტორიული ერთეული | შუახევის მუნიციპალიტეტი ქედის მუნიციპალიტეტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ართვინის პროვინცია |
უმაღლესი წერტილი | ხევა |
სიმაღლე | 2812 მ |
სიგრძე | 65 კმ |
ამგებელი ქანები | ქვიშაქვა |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
თარგი:Nobr |
შავშეთის ქედი — ქედი საქართველოსა და თურქეთის (ართვინის პროვინცია) საზღვარზე, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში, მდებარეობს საქართველოს სამხრეთ მთიანეთში. სიგრძე დაახლოებით 65 კმ, სიმაღლე ზღვის დონიდან 2812 მ-მდე (მთა ხევა). თითქმის განედური მიმართულებისაა. ჭარბობს პლატოსმაგვარი ზედაპირები. აგებულია ქვიშაქვებით.
შავშეთის ქედი აღმოსავლეთით უკავშირდება არსიანის ქედს, დასავლეთით ებჯინება მდინარეების ჭოროხისა და აჭარისწყლის შესართავს. აღმოსავლეთით, მაღალ, ნაწილზე შემორჩენილია ძველი გამყინვარების კვლები — მყინვარული ცირკები, მორენები, „ვერძის შუბლები“. თხემი შემოსილია ალპური მდელოებით, კალთები წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეებით.
ლიტერატურა
- მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1986. — გვ. 675.