სანდრო შანშიაშვილი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
დაბადების თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დაბადების ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდაცვალების თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდაცვალების ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დასაფლავებულია | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ფსევდონიმი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
საქმიანობა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ენა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ეროვნება | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მოქალაქეობა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ალმა-მატერი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
პერიოდი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ჟანრი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
Magnum opus | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ჯილდოები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მეუღლე | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
პარტნიორ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
შვილ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ნათესავ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
Script error: No such module "collapsible list". | |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
საიტი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
სანდრო ილიას ძე შანშიაშვილი (დ. 24 ივლისი [ ძვ. სტ. 12 ივლისი], 1888, სოფ. ჯუგაანი, სიღნაღის რაიონი — გ. 28 ოქტომბერი, 1979, თბილისი) — ქართველი მწერალი, დრამატურგი.
ბიოგრაფია
1908 წელს დაამთავრა თბილისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია. შემდეგ გაემგზავრა ევროპაში, სწავლობდა ციურიხში, ბერნში, ბერლინში, ხოლო 1914 წელს დაამთავრა ლაიპციგის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და დაბრუნდა სამშობლოში.
პირველი ნაბიჯები მწერლობაში ჯერ კიდევ მოწაფეობის დროს გადადგა. გიმნაზიაში გამოსცა და რედაქტორობდა ჟურნალ „ჩანგს“, რის გამოც დააპატიმრეს და სამი თვე მეტეხის ციხეში ამყოფეს. პირველი ლექსი გამოქვეყნდა გაზეთ „ისარში“ 1906 წელს, ხოლო პირველი პოეტური კრებული „სევდის ბაღი“ 1909 წელს. აქედან მოყოლებული აქტიურად მონაწილეობდა ლიტერატურულ საქმიანობაში და სისტემატურად თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. 1914 წელს გამოსცა გაზეთი „საქართველო“, 1917 წელს ჟურნალი „ მერანი“. 1917 წელს მონაწილეობდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დაფუძნებაში. არჩეული იყო მის მთავარ კომიტეტში.
სანდრო შანშიაშვილი ორმოცი წლის მანძილზე მხარში ედგა ქართულ თეატრს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა რუსთაველის თეატრში, რომელთანაც დრამატურგმა ეს კავშირი ჯერ კიდევ გასაბჭოებამდე დაამყარა, როდესაც მის სცენაზე დაიდგა მისი ორი პიესა — „უგვირგვინო მეფენი“ და „ბერდო ზმანია“. სწორედ ამ უკანასკნელი სპექტაკლის დადგმით დაიწყო ტრიუმფალური სვლა სანდრო ახმეტელმა.
სანდრო შანშიაშვილის კალამს ეკუთვნის 30-მდე სხვადასხვა ჟანრის დრამატული ნაწარმოები, მათ შორის: „სპატაკი“, „ჰერეთის გმირები“, „როდამ“, „ანზორი“, „სამნი“, „არსენა“, „ფოლადაური“, „გიორგი სააკაძე“, „კრწანისის გმირები“ და სხვა. მასვე ეკუთვნის ზაქარია ფალიაშვილის ოპერის „ლატავრასა“ და დიმიტრი არაყიშვილის ოპერის „თქმულება შოთა რუსთაველზე“ ლიბრეტო. აღსანიშნავია აგრეთვე მწერლის მთარგმნელობითი საქმიანობა. მან გაამდიდრა ჩვენი თეატრი კლასიკური რეპერტუარით, ფრიდრიხ შილერის, ნიკოლოზ გოგოლის და სხვათა ნაწარმოებებით.
მინიჭებული ჰქონდა საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება, იყო სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და შრომის წითელი დროშის ორდენის კავალერი.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მის გვერდით დასაფლავებულია მისი მეუღლე — მარიამ იოსების ასული კასრაძე (დ. 15 აპრილი, 1905, ცხინვალი — გ. 25 მარტი, 1964, თბილისი).
ბიბლიოგრაფია
- ერთტომეული, თბილისი, 1969
- რჩეული თხზულებანი, თბილისი, 1960-1973
ლიტერატურა
- ავალიანი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1986. — გვ. 684.
- ჯანელიძე ო., „ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან“, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: „მეცნიერებება“, 2002, ISBN 99928-962-0-5Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 365, თბ., 1994
- რადიანი, შ. რჩეული წერილები, თბილისი, 1972
- აფხაიძე, შ. „წერილები და მოგონებები“, თბილისი, 1969
რესურსები ინტერნეტში
- სანდრო შანშიაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- სანდრო შანშიაშვილის ბიოგრაფია (IV მოწვევა)
- სანდრო შანშიაშვილის ბიოგრაფია (V მოწვევა)
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted