შინაარსზე გადასვლა

ცხინვალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საფეხბურთო კლუბ ცხინვალის შესახებ, იხილეთ ცხინვალი (საფეხბურთო კლუბი).
ქალაქი
ცხინვალი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted


Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ქვეყნის დროშა2 | name = Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | variant = | size =

}}
შიდა დაყოფა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
კოორდინატები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მმართველი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაარსდა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პირველი ხსენება [[Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]]
ადრეული სახელები სტალინირი (1931-1961)
ამჟამინდელი სტატუსი 1922
ფართობი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ცენტრის სიმაღლე Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ოფიციალური ენა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მოსახლეობა 32180 კაცი (2019)
სასაათო სარტყელი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სატელეფონო კოდი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საფოსტო ინდექსი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საავტომობილო კოდი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ოფიციალური საიტი gov.ge/tskhinvali-region
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

ცხინვალი — ქალაქი საქართველოში, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისა და ყოფილი ცხინვალის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი.

გეოგრაფია

მდებარეობს დიდი ლიახვის ხეობაში, შიდა ქართლის ვაკისა და კავკასიონის მთისწინეთის გარდამავალ ზოლში, ზღვის დონიდან 870 მ სიმაღლეზე, თბილისიდან 110 კმ (რკინიგზით).

ჰავა ზომიერად ნოტიოა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 9,5°C, იანვრისა -1,8°C, ივლისისა 20,5°C. აბსოლუტური მინიმუმი -28°C, აბსოლუტური მაქსიმუმი 36°C. ნალექები 700 მმ წელიწადში.

ისტორია

სახელი წარმოდგება მცენარე რცხილადან, ძველი ქართულით ქრცხილა, აქედან ქრცხინვალი. დღევანდელი ცხინვალის ტერიტორია პირველად ადრინდელი ბრინჯაოს ხანაში სახლობდა. ზოგიერთი მეცნიერის მოსაზრებით ცხინვალში აღმოჩენილი არქეოლოგიურ ძეგლებში აშკარაა გავლენა როგორც იბერიული ისე კოლხური კულტურების, შესაძლო სარმატული ელემენტებით. ზოგიერთი მკვლევარის (პ. იოსელიანი, ს. ბეზსონოვი) აზრით ცხინვალი III საუკუნეში დაარსდა იბერიის მეფე ასფაგურის მიერ. როგორც ქალაქი, ის პირველად 1392 წლის მცხეთუს სიგელში იხსნიება. XIV-XVI საუკუნეებში ცხინვალი იყო სვეტიცხოველის სამონასტრო ყმებით დასახლებული სოფელი. XVIII საუკუნის დასაწყისისთვის ცხინვალი იყო სამეფო დაქვემდებარების მცირე ქალაქი. 1770 წლის აღწერით იქ 700 კომლი ცხოვრობდა.

ვიკიციტატა
„დიდი ლიახვის კიდეზედ, არს მცირე ქალაქი ქრცხინვალი, კეთილ ჰაეროვანი, მსახლობელნი არიან ქართველნი, სომეხნი, ურიანი“
(ვახუშტი ბატონიშვილი)

რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ცხინვალი თანდათან კომერციულ ქალაქის ტიპის დასახლებად გადაიქცა შერეული ებრაული, ქართული, სომხური და ოსური მოსახლეობით. ამას ხელს უწყობდა სავაჭრო გზა, რომელიც აკავშირებდა ჩრდილოეთ კავკასიას თბილისსა და გორთან. 1918-1920 წლებში ცხინვალი იყო ოსების აჯანყებების კერა. აჯანყებები მხარდაჭერილი იყო რსფსრ არმიის მიერ. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მოახერხა ცხინვალის შენარჩუნება საქართველოს შემადგენლობაში.

საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, 1922 წელს მიენიჭა ქალაქის სტატუსი და გახდა ახლად ჩამოყალიბებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დედაქალაქი საქართველოს სსრ-ის ფარგლებში. 1931-1961 წლებში ქალაქს სტალინირი ერქვა. საბჭოთა „კორენიზაციის“ პოლიტიკის შედეგად ქალაქი მეტწილად გარშემო მდებარე სოფლებიდან მიგრირებული ეთნიკურად ოსი მოსახლეობით დასახლდა. 1925-1929 წლებში აშენდა დრამატული თეატრის შენობა (არქ. ა. ტერ-სტეპანოვი), 1937 წელს აშენდა ადმინისტრაციული შენობა (არქ. მიხეილ შავიშვილი). 1930-იან და 1950-იან წლებში მომზადდა ქალაქის გენერალური გეგმები, გაშენდა ახალი რაიონები. საბჭოთა პერიოდში ქალაქმა ძირითადად ინდუსტრიული პროფილი შეიძინა. მოქმედებდა ელექტროვიბრომანქანების, ელექტროსადენების, ელექტროძრავების, მინის, ხე-ტყის გადამამუშავებელი ქარხნებ, სამკერვალო და ტრიკოტაჟის ფაბრიკები, ლუდის, ღვინის, უალკოჰოლო სასმელების და რძის ქარხნები, პურის და ხორცის კომბინატები. მდინარე ლიახვზე აშენდა ჰიდროელექტროსადგური. გაჩნდა ასევე რამდენიმე კულტურულ-საგანმანათლებლო კერაც, მათ შორის სამხრეთ ოსეთის პედაგოგიური ინსტიტუტი, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და დრამატული თეატრი. 1982-1990 წლებში მოქმედებდა ცხინვალის ტროლეიბუსის სისტემა.

1991-92 წლის კონფლიქტში დაღუპულთა მემორიალი წმინდა გიორგის ეკლესიის ფონზე.

ქართულ-ოსური კონფლიქტის გამწვავების პერიოდში ცხინვალი ეთნიკური დაძაბულობისა და შეიარაღებული კონფრონტაციის ცენტრი გახდა. საქართველოს ხელისუფლებამ დაკარგა კონტროლი ქალაქზე. 1992 წელს სოჭში დადებული დაგომისის შეთანხმებით ცხინვალი დარჩა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კოტროლქვეშ, რამაც ეთნიკურად ქართული მოსახლეობის ქალაქიდან ემიგრაცია გამოიწვია. 2006-2009 წლებში აშენდა ძუარიყაუ-ცხინვალის გაზსადენი, რომლის შემდეგაც ქალაქი ბუნებრივი აირით რუსეთიდან მარაგდება. რუსეთ-საქართველოს ომის დროს 2008 წლის 8 აგვისტოდან 10 აგვისტოს ჩათვლით ქალაქში მიმდინარე საომარი მოქმედებებისა და რუსეთის არტილერიის დაბომბვის შედეგად ქალაქი მნიშვნელოვნად დაზიანდა.

დემოგრაფია

1770 წელს ქალაქში 700 კომლი ცხოვრობდა. 1911 წლის მონაცემებით ცხინვალის მოსახლეობა შეადგენდა 1307 ადამიანს, ცხოვრობდნენ უმეტესად ოსები და სომხები.[1] 1989 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით ცხინვალის მოსახლეობა შეადგენდა 42934 ადამიანს. 2019 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 32180 ადამიანს შეადგენდა.

დემოგრაფია
ეროვნება 1886 1922 1959 1970 1989
ქართველები 1,1 1,4 4,6 5,5 6,9
ოსები - 0,6 12,4 20,8 31,5
ებრაელები 1,9 1,7 1,6 1,5 0,4
სომხები 0,7 0,8 0,9 0,8 0,7
რუსები - 0,1 1,6 1,2 1,8
სულ (ათასებში) 3,8 4,6 21,6 30,3 42,3

ღირსშესანიშნაობები

ქალაქში შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - კავთის წმინდა გიორგის ეკლესია, რომლის უძველესი სამშენებლო ფენა მიეკუთვნება VIII-IX საუკუნეებს. აქ არის აგრეთვე ციხე-გალავანი, რომლის შიგნით 1718 წლის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაა, ღვთისმშობლის მიძინების კვირაცხოვლის და ზღუდერის წმ. გიორგის ეკლესიები.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=ცხინვალი&oldid=1042“-დან