შინაარსზე გადასვლა

შეელიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შეელიტი
ფაილი:Scheelite MHNT.MIN.2004.0.88 (p).jpg
საერთო
კატეგორიავოლფრამატების კლასის მინერალი
ქიმიური ფორმულაCaWO4
იდენტიფიკაცია
ფერიუფერული ან თეთრი, მურა, მწვანე და შავი ფერისაა
კრისტალის სინგონიატეტრაგონური
სიმაგრე მოოსის სკალით3-5;
სიმკვრივე5500-6170 კგ/მ³. კგ/მ³

შეელიტი — ვოლფრამატების კლასის მინერალი; ქიმიური შედგენილობა: CaWO4. მინარევებია Mo, Cu, Sr, Mn, Mb, Ta, F და სხვა. კრისტალდება ტეტრაგონურ სინგონიაში, აქვს დაპირამიდული ფორმის კრისტალები და მარცვლოვანი აგრეგატები. უფერული ან თეთრი, მურა, მწვანე და შავი ფერისაა. ახასიათებს ლუმინესცენცია ულტრაიისფერ სინათლეში.

სიმაგრე მინერალოგიური სკალით 3-5; სიმკვრივე 5500-6170 კგ/მ³. ზოგიერთი თვისების ცვალებადობა დამოკიდებულია მოლიბდენის შემცველობაზე. წარმოიქმნება სკარნებში, გრაიზენებსა და ჰიდროთერმულ ძარღვებში. შეელიტი ვოლფრამის მნიშვნელოვანი მადანია.

შეელიტი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოიპოვება, მ.შ. ევროპაში (ავსტრია, იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი), აზიაში (ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ტაჯიკეთი), რუსეთში (ურალი, ჩუკოტკა, ბაიკალისპირეთი, ჩრდილოეთი კავკასია), აშშ-ში (ნევადა, არიზონა, კალიფორნია) და სხვა.

შეელიტს როგორც მინერალს 1821 წლამდე არ აღიარებდნენ, მანამ სანამ შვედმა ქიმიკოსმა კარლ ვილჰელმ შეელემ (1742-1786) არ დაადგინა მისი მინერალური თვისება. მინერალს კარლ ვილჰელმ შეელეს პატივსაცემად შეელიტი ეწოდა.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=შეელიტი&oldid=93772“-დან