დონბასის ომი
თარგი:Stack ომი დონბასში — შეიარაღებული კონფლიქტი უკრაინის დონბასის რეგიონში, უფრო ფართო რუსულ-უკრაინული ომის შემადგენელი ნაწილი. დაიწყო 2014 წლის 6 აპრილს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, ადგილობრივ ხელისუფლებასა და რუსეთის მომხრე აჯანყებულებს შორის.
ომს წინ უძღოდა 2014 წლის უკრაინის რევოლუცია და ევრომაიდანის მოძრაობა, რომელმაც დაასრულა პრორუსი ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობა. საპასუხოდ, რუსმა აქტივისტებმა დაიკავეს ადმინისტრაციული შენობები და აეროპორტები ყირიმის ნახევარკუნძულზე, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას რუსები შეადგენენ. მარტში ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე რუსეთის ფედერაციამ ყირიმის ანექსია მოახდინა[1]. შეიარაღებულმა დაპირისპირებამ თავი იჩინა უკრაინის აღმოსავლეთშიც, სადაც რუსეთის მომხრე შეიარაღებულმა აქტივისტებმა აპრილში ადმინისტრაციული შენობების დაკავება დაიწყეს. საპასუხოდ, უკრაინის ხელისუფლებამ წამოიწყო კონტრტერორისტული ოპერაცია[2], რაც მალე სრულმასშტაბიან კონფლიქტად გადაიქცა.
რესურსები ინტერნეტში
- ვიკისაწყობის ლოგო შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „დონბასის ომი“ ვიკისაწყობში.
სქოლიო
- ↑ MH17: How did the conflict in Ukraine start?. abc.net.au, 29.07.2014 (ინგლისური)
- ↑ О.Турчинов заявив про початок масштабної антитерористичної операції comments.ua, 13.04.2014 (უკრაინული)
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted