შემოდგომის წვია
იერსახე
შემოდგომის წვია (ლათ. Stomoxys calcitrans) — ორფრთიანი მწერი ნამდვილი ბუზების ოჯახისა. ფართოდაა გავრცელებული. განსაკუთრებით ბევრია შინაურ ცხოველებთან ახლოს. ვითარდება ნაკელში (განსაკუთრებით ცხენის). ზაფხულის განმავლობაში რამდენიმე თაობას იძლევა. მასობრივი თავდასხმისას ძროხების მერძეულობა და რძის ცხიმიანობა მცირდება. ჯილეხის, ტულარემიის, მსხვილფეხა რქოსანი საქონლის ანაპლაზმოზისა და სხვა დაავადების გამომწვევის გადამტანია.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1987. — გვ. 312.