შვედეთის ქრისტიან-დემოკრატიული პარტია
იერსახე
შვედეთის ქრისტიან-დემოკრატიული პარტია (შვედ Kristdemokraterna) — შვედური პოლიტიკური პარტია; დაარსებულია 1964 წელს, მაგრამ რიქსდაგში 1985 წლამდე მოხვედრა ვერ შესძლო (1985 წელს ცენტრის პარტიასთან კოალიციაში მყოფმა მოახერხა ბარიერის გადალახვა, ხოლო 1991 წელს უკვე დამოუკიდებლად გავიდა არჩევნებში). პარტიის პირველი ლიდერი ბირგერ ექსტერდტი იყო, 1973 წელს მისი გარდაცვალების შემდეგ პარტიას სათავეში ალფ სვენსონი ჩაუდგა. 2004 წლის 3 აპრილიდან პარტიის თავმჯდომარე იორან ჰეგლუნდია.
პარტიის ძირითადი მიზნებია:
- ჯანდაცვისა და სოცლიალური მომსახურების ღირსეული დონე;
- არჩევნების თავისუფლება ბავშვებიანი ოჯახებისთვის;
- სკოლაში დაცული და წყნარი ვითარება;
- ქუჩებში უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
იდეოლოგია
შვედეთის ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას სხვა ანალოგიური პარტიების მსგავსი იდეოლოგია აქვს, რომელიც ქრისტიანობის პრინციპებზეა დამყარებული.
რიქსდაგში არჩევნების შედეგები
-
1973 წელი
-
1976 წელი
-
1979 წელი
-
1982 წელი
-
1988 წელი
-
1991 წელი
-
1994 წელი
-
1998 წელი
-
2002 წელი
-
2006 წელი
-
1964-დან 2006 წლამდე რიქსდაგში არჩევნების შედეგები
რესურსები ინტერნეტში
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „შვედეთის ქრისტიან-დემოკრატიული პარტია“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი