შინაარსზე გადასვლა

შოთა მანაგაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შოთა მანაგაძე
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
შოთა მანაგაძე
დაბადების თარიღი Script error: No such module "Separated entries".
გაუჩინარდა Script error: No such module "Separated entries".
გარდაცვალების თარიღი Script error: No such module "Separated entries".
დაკრძალულია Script error: No such module "Separated entries".
საქმიანობა რეჟისორი
წოდება Script error: No such module "Separated entries".
მშობლები Script error: No such module "Separated entries".
ხელმოწერა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

შოთა ილიას ძე მანაგაძე (დ. 19 მარტი, 1901, ქუთაისი — გ. 22 ივნისი, 1977, თბილისი) — ქართველი კინორეჟისორი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1966[1]).

ბიოგრაფია

დაამთავრა რუსთაველის თეატრის სტუდია (1925) და სსრკ კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტთან არსებული კინოაკადემიის სარეჟისორო ფაკულტეტი (1938). 1919–1935 წლებში მუშაობდა თეატრის მსახიობად და რეჟისორად (მოსკოვი, თბილისი, ქუთაისი). 1935 წლიდან მოღვაწეობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. გადაიღო ფილმები: „ჭირვეული მეზობლები“ (1945), „ქართული ბალეტის ოსტატები“ (1955, ვახტანგ ჭაბუკიანთან ერთად), „საბუდარელი ჭაბუკი“ (1957, მოსკოვის I საკავშირო და საფრანგეთის საერთაშორისო კინოფესტივალების პრემიები, 1958), „ყვავილი თოვლზე“ (1959), „კეთილი ადამიანები“ (1961), „ვინ შეკაზმავს ცხენს“ (1963), „ხევსურული ბალადა“ (1965, კანისა და ვენეციის, შვეიცარიისა და სან-ფრანცისკოს საერთაშორისო კინოფესტივალების პრემიები, 1966, 1957), „ჯვარცმული კუნძული“ (1968), „მოლოდინი“ (1970, რეჟისორ ნოდარ მანაგაძესთან ერთად, ვარნის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი), „წუთისოფელი“ (1971, რეჟისორ ნოდარ მანაგაძესთან ერთად, თბილისის საკავშირო კინოფესტივალისა და სორენტოს საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზები), „თვალი პატიოსანი“ (1976, გურამ ფანჯიკიძის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით). დაჯილდოებულია ოქტომბრის რევოლუციის ორდენითა და მედლებით. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

თარგი:შოთა მანაგაძის ფილმები