შოთა მილორავა
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი შოთა ერმილეს ძე მილორავა (დ. 22 იანვარი, 1925, თბილისი — გ. 16 აპრილი, 1990, იქვე) — ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1979)[1], პროფესორი.
ბიოგრაფია
გაიზარდა მუსიკალურ ოჯახში, რამაც განსაზღვრა მისი მომავალი. სწავლობდა თბილისის პირველ მუსიკალურ სასწავლებელში. 1947 წელს დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის საკომპოზიციო კლასი, ანდრია ბალანჩივაძის ხელმძღვანელობით. მუშაობდა სხვადასხვა ჟანრში. იყო კაპელის კონცერტმაისტერი, პედაგოგ-ქორმაისტერი, კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ მუსიკალური რედაქტორი, წერდა სიმღერებს, ოპერეტებს და ინსტრუმენტულ ნაწარმოებებს, შესანიშნავად უკრავდა სხვადასხვა საკრავებზე. ასეთმა მრავალმხრივმა ძიებამ ნიჭიერი შემოქმედი დააყენა ჭეშმარიტ გზაზე, რომელმაც მიიყვანა იგი მუსიკალური კომედიის ჟანრთან. კოპოზიტორმა 30-მდე ოპერეტა შექმნა, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია: „სასიძოები“, „საყვარელი დისწული“, „სიმღერა თბილისზე“, „მხოლოდ შენ ერთს“, „სამი უფროსის მსახური“, „ერთხელ გაზაფხულზე“, „ჩანჩურა“, „კახაბერის ხმალი“ და სხვა. დაჯილდოვებული იყო „საპატიო ნიშნის“ ორი ორდენით.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 273, თბ., 1994
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1979. №10 გვ. 11
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Pages with script errors
- დაბადებული 22 იანვარი
- დაბადებული 1925
- გარდაცვლილი 16 აპრილი
- გარდაცვლილი 1990
- თბილისში დაბადებულები
- ქართველი კომპოზიტორები
- საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტები
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები
- საქართველოს სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეები
- დიდუბის პანთეონში დაკრძალულები
- მილორავები