შინაარსზე გადასვლა

ჩაგოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩაგოსის არქიპელაგის რუკა

ჩაგოსი (ინგლ. Chagos) — არქიპელაგი ინდოეთის ოკეანეში. დიდი ბრიტანეთის სამფლობელო. ფართობი დაახლოებით 200 კმ². მოსახლეობა დაახლოებით 3000 კაცი (2014). შედგება მარჯნის ატოლის 5 ჯგუფისაგან, რომლებიც წარმოადგენენ მალდივის წყალქვეშა ქედის მწვერვალებს. მოჰყავთ ქოქოსის პალმა. მისდევენ თევზჭერას. უდიდესი ატოლია დიეგო-გარსია, რომელზეც აშშ-ის სამხედრო ბაზაა.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=ჩაგოსი&oldid=236971“-დან