ჩადუნა
იერსახე
ჩადუნა, მამრობითი გვიმრა (ლათ. Dryopteris filix-mas) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ასპიდიუმისებრთა ოჯახისა. იზრდება ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტყის ზონაში. მისი ფესურებიდან ამზადებენ ჭიების გამომდენ წამალს.
ჩადუნა ლათ. Dryopteris-ის გვარის ტიპური სახეობაა. იგი ჩვენში ყველაზე ფართოდ გავრცელებული გვიმრაა; ამის გამო თვით გვარსაც ჩადუნა ეწოდება. გვარი 150-მდე სახეობას მოიცავს. გვხვდება დედამიწის ზომიერ და ტროპიკულ ზონებში.
საქართველოში გვხვდება 9 სახეობა, ჩადუნას გარდა ფართოდაა გავრცელებული ლათ. Dryopteris carthusiana (ადრე ლათ. Dryopteris spinulosa). მაღალ მთებში გვხვდება კავკასიური ენდემი ლათ. Dryopteris oreades, მთის ქვედა და შუა სარტყელში — ლათ. Dryopteris borreri. საქართველოში აღწერილი 3 სხვა სახეობა გავრცელებულია თურქეთშიც,
ლიტერატურა
- მიქელაძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1987. — გვ. 70.