მონტენეგროს ტურიზმი
მონტენეგრო არის პატარა ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყანა მდიდარი არქიტექტურული და კულტურული მემკვიდრეობით, მრავალფეროვანი კლიმატითა და ბუნებით. მონტენეგრო ცდილობს გახდეს ელიტური ტურიზმის ზონა. ის არის სწრაფად მზარდი ტურისტული დანიშნულების ადგილი. 2007 წელს ქვეყანას დაახლოებით მილიონ ტურისტი ეწვია, რამაც ქვეყანას დაახლოებით 480 მილიონი ევროს შემოსავალი მოუტანა (წინა წელთან შედარებით 39%–ით მეტი.).
მიუხედავად მთავრობის მცდელობისა, მონტენეგროში ტურისტებისთვის ყველაზე დიდ პრობლემას მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა წარმოადგენს. ყველაზე ხშირად ეს არის მოძველებული გზები და პრობლემები წყლის და ელექტრო ენერგიის მიწოდებაზე.
პოპულარული ადგილები
ზღვის სანაპიროს ჩრდილოეთი რეგიონი
მონტენეგროს ადრიატიკის ზღვის სანაპირო ზოლი შეადგენს 295 კილომეტრს. საიდანაც 72 კილომეტრი არის პლაჟები. ამ ზოლში მრავლადაა შემორჩენილი ძველი ანტიკური ციხე ქალაქები. ჩრდილოეთი სანაპიროს მთავარი სანახაობები არის:
- ძველი ქალაქი ჰერცეგ-ნოვი;
- მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, ძველი ქალაქი კოტორი;
- კოტორის ყურე, პატარა ანტიკური ქალაქ – პერასტით;
- პორტი მონტენეგრო - მაღალი კლასის იახტების ნავსადგომით ტივატში;
- ბუდვას ძველი ქალაქი.
- სვეტი-სტეფაი, პატარა სოფელი კუნძულზე რომელიც მდიდრულ სასტუმროდაა გადაკეთებული;
- ბუდვას მახლობლად მდებარე პატარა ქალაქი პეტროვაცი.
ზღვის სანაპიროს სამხრეთი რეგიონი
სამხრეთი სანაპიროს რეგიონი ცნობილია მისი ქვიშის პლაჟებით, ღამის ცხოვრებით და ანტიკუტრი ციხე–ქალაქებით:
- ულცინის ძველი ქალაქი – კალაია ციკლოპური კედლებით და მონტენეგროს ყველაზე გრძელი პლაჟით;
- ძველი ქალაქი ბარი, "ცოცხალი მუზეუმით";
- ადა-ბოჟანა, მონტენეგროს ყველაზე სამხრეთით მდებარე პლაჟი.
- სკადარის ნაკრძალი, მიგრაციული ფრინველების ევროპის ერთე-ერთი უდიდესი საბუდარი.
- ვალდანოსის ზეთისხილის კორომები.
ჩრდილოეთი რეგიონი
ჩრდილოეთი რეგიონი არის მონტენეგროს სამთო ტურიზმის ცენტრი. აქ არის სათხილამურო კურორტები. დურმიტორის მთათა მასივის დიდი ტერიტორია გამოცხადებულია ეროვნულ პარკად. ჩრდილოეთში მდებარე ტურისტული დანიშნულების ადგილებია:
- ძველი ქალაქი ჟაბლიაკი;
- ძველი ქალაქი კოლაშინი;
- მდინარე ტარას კანიონი;
- ბიოგრადის მთა.
ცენტრალური რეგიონი
ცენტრალურ რეგიონი არის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული, იქ შედარებით ნაკლები ტურისტული დანიშნულების ადგილებია:
- ოსტროგის მონასტერი;
- დუკლას არქეოლოგიური ნარჩენები;
- ცეტინე, მონტენეგროს ისტორიული დედაქალაქი;
- ლოვჩენი, ეროვნული პარკი და პიოტრ II პეტროვიჩის მავზოლეუმი.
2012 წლის ყველაზე პოპულარული ტურისტული ქალაქები
ადგილი# | ქალაქი | ტურისტი | გატარებული ღამე |
---|---|---|---|
1 | ბუდვა | 691 658 | 4 198 773 |
2 | ჰერცეგ-ნოვი | 229 063 | 1 817 434 |
3 | ბარი | 155 770 | 1 226 010 |
4 | ულცინი | 124 562 | 921 949 |
5 | კოტორი | 56 051 | 303 900 |
6 | პოდგორიცა | 52 889 | 102 875 |
7 | ტივატი | 44 045 | 389 812 |
8 | ჟაბლიაკი | 25 100 | 55 698 |
9 | კოლაშინი | 21 700 | 42 848 |
10 | ცეტინე | 10 937 | 34 889 |
რესურსები ინტერნეტში
- Ministry of Tourism Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ფაილი:Wikivoyage-Logo-v3-icon.svg Montenegro, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- Montenegro Daily Travel News and Directory
- თარგი:Dmoz
- www.montenegro.travel - The Official Tourism Website of Montenegro
- Visit Montenegro Portal
- Destination Travel Information for Montenegro's South Coast Region Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Montenegro Travel Guide
- Ulcinj Travel Guide Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Tivat City Guide Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Tivat Travel Guide Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Best Tivat Tourist Site Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
|
|