ჩია არწივი
იერსახე
ჩია არწივი[1] (ლათ. Aquila pennata) — ფრინველი ქორისნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძეა 46-53 სმ, ფრთების შლილი 35-43,5 სმ, მასა 700 გ-მდე. გავრცელებულია ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში, სამხრეთ ევროპაში, წინა და შუა აზიაში, აღმოსავლეთით კი ჩრდილოეთ მონღოლეთამდე. საქართველოში გვხვდება გადაფრენისას. ვერტიკალურად ადის ზღვის დონიდან 2000 მ-მდე. იკვებება პატარ-პატარა ფრინველებით და თაგვისებრნი მღრღნელებით. ქვესახეობებიდან საქართველოში გვხვდება ევროპული ჩია არწივი (ლათ. Aquila pennata pennata).
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1987. — გვ. 116.
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted