შინაარსზე გადასვლა

ჩიგოიანის აკლდამები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩიგოიანის აკლდამები — არქიტექტურული ძეგლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიგოიანში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ნასოფლარ ქვემო ბაგინიში, ძველი სასაფლაოს ტერიტორიაზე ყურადღებას იპყრობს ხევის პირზე ერთმწკრივად განლაგებული აკლდამების მრავალფეროვნება. შესასვლელი ღიობები ყველას ხევის მხარეს, ანუ სამხრეთით აქვს. სასაფლაოზე საინტერესო ქანდაკებებია, რომელთაგან განსაკუთრეულ ყურადღებას იქცევს წითელი ქვის ბუნი და ქვაშივე ჩასმული ჯვარი. ბუნზე აღმოსავლეთით ქალის და მამაკაცის ხელიხელჩაკიდებული ფიგურებია ამოკვეთილი. ჯვარზე მხედრული წარწერაა. არის სხვა ბუნის ქვებიც - ოთხი ცალი ერთრიგად ჩამწკრივებული, ასევე ვერტიკალურად ჩასმული ქვის თხელი ფილები და ბრტყელი საფლავის ქვები. როგორც წარწერიდან ჩანს, სოფელში ძირითადად ძებისაშვილებს უცხოვრიათ.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში