ჩიგოიანის ნაგებობის ნანგრევი
იერსახე
ჩიგოიანის ნაგებობის ნანგრევი — არქიტექტურული ძეგლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიგოიანში. აგებულია შუა საუკუნეებში.
ძეგლი მდებარეობს სოფლის მიდამოებში, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ალავერდის უწოდებს. ნაგებობის გადახურვა და კედლის დიდი ნაწილები ჩამოქცეულია. შემორჩენილი კედლების სიმაღლე 2 მეტრს აღწევს. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ფლეთილი ქვა. ნაგებობა გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს. დასავლეთი კედლის მხოლოდ საძირკველი იკითხება.
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- შიდა ქართლი : ახალგორის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: ილიას ფონდი, 2008. — გვ. 206. 274 გვ, ISBN 978-99928-0-931-0Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.