ჩიგოიანის წმინდა გიორგის ეკლესია
იერსახე
ჩიგოიანის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიგოიანში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
ნანგრევებად ქცეული მცირე ზომის დარბაზული ეკლესია რიყის, ფლეთილი და შირიმის ქვით იყო ნაგები. ნახევარწრიულ საკურთხეველში, მორღვეული სარკმლის ორსავე მხარეს თითო ნიშაა მოთავსებული. სამხრეთ კედელში შესასვლელი კარის მარცხენა წირთხლია შემორჩენილი.
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- შიდა ქართლი : ახალგორის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: ილიას ფონდი, 2008. — გვ. 207. 274 გვ, ISBN 978-99928-0-931-0Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.