ჩორდის ბარიტის საბადო
იერსახე
ჩორდის ბარიტის საბადო — ბარიტის საბადო საქართველოში. მდებარეობს ონის მუნიციპალიტეტში (სოფელ ჩორდის მიდამოებში). ბარიტის ძარღვები განლაგებულია ბაიოსის პორფირიტული წყლების ზედა ჰორიზონტების ნაპრალოვან ზონაში, რომლის სისქეა 150-200 მ. ბარიტის ძარღვების შემცველი ქანები მეტ-ნაკლებად შეცვლილია ჰიდროთერმული ხსნარების გავლენით. მადანი წვრილ- და მსხვილმარცვლოვანი, აგრეთვე ბრექჩიული ტიპისაა. ძარღვებში ბარიტის გარდა გვხვდება კვარცი, კალციტი, ზოგან — ვიტერიტი.
ბარიტის გამამდიდრებელი ფაბრიკა და მაღაროთა სამმართველო 1991 წლის რაჭის მიწისძვრამდე[1] მუშაობდა სოფელ ირში.[2]
ლიტერატურა
- ფერაძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1987. — გვ. 149.
სქოლიო
- ↑ ორი ავტომატიანი რუსი რომ გადმოვიდეს, მთელ ხეობას დავკარგავთ — რეპორტაჟი ირიდან. მთის ამბები (10 თებერვალი, 2019). ციტირების თარიღი: 26 მარტი, 2020.
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1980. — გვ. 219.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted