ჩრდილოეთი ტაილანდი
ჩრდილოეთი ტაილანდი (ტაი. ภาคเหนือ) — რეგიონი ტაილანდის ჩრდილოეთში, ესაზღვრება მიანმარს და ლაოსს.[1]
გეოგრაფია
ჩრდილოეთ ტაილანდის ბუნება ძირითადად წარმოდგენილია ტყიანი მთებით, რომელიც არის ჰიმალაის დასაწყისი და ნაყოფიერი მდინარეების ხეობებით.[2] საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან არის 1500 მ, ყველაზე მაღალი წერტილი - დოიინტანონი (ტაი. ดอยอินทนนท์) (2565 მ). ძველად, მთის ფერდობები დაფარული იყო ხშირი ტყეებით. ჩრდილოეთ ტაილანდი - არის რეგიონი, სადაც ჯერ კიდევ მუშაობენ ტყეში სპილოები.[3]
ძირითადი მდინარეებია: იომი, პინგი, ვანგი და ნანი.[4].
კლიმატი
დეკემბრიდან თებერვლის ჩათვლით, დღისით ტემპერატურა მერყეობს 20°C-დან 28°C-მდე, ხოლო ღამით მთებში შეუძლია დაეცეს 0°C-მდე. ამ დროს, დილით, პროვინცია ჩიანგმაიში ჰაერის ტემპერატურა 10°C-მდე, როდესაც რეგიონის სხვა პროვინციებში ჰაერის ტემპერატურა 20°C-ზე მეტია.
ცხელი სეზონი გრძელდება აპრილიდან მაისამდე, როდესაც ჰაერის ტემპერატურა თბება 30°C-მდე. ამ პერიოდში შესაძლებელია მოკლევადიანი ძლიერი გადაუღებელი წვიმები, რომელსაც ეწოდება მანგოს წვიმები, რადგან წვიმა მანგოს სიმწიფის პერიოდს ემთხვევა. მანგოს წვიმები ჩრდილოეთით შეიძლება დაიწყოს ადრეც (ზოგჯერ თებერვალშიც), ხოლო სამხრეთით - მოგვიანებით.
ივნისიდან ოქტომბრამდე, წვიმიანი სეზონი იწყება. ამ პერიოდის განმავლობაში, ტემპერატურა მერყეობს 23-33°C ფარგლებში.[5]
ადმინისტრაციული დაყოფა
ჩრდილოეთ ტაილანდის რეგიონში შედის 9 პროვინცია.
გალერეა
სქოლიო
- ↑ ჩრდილოეთი ტაილანდი
- ↑ www.rainforests.mongabay.com/deforestation/archive/Thailand.htm
- ↑ ფაქტები რდილოეთ ტაილანდზე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2016-02-09.
- ↑ ძირითადი გეოგრაფიული რეგიონები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-04. ციტირების თარიღი: 2016-02-09.
- ↑ Достопримечательности и экскурсии Северного Таиланда.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-24. ციტირების თარიღი: 2016-02-09.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted