ჩხართვი
იერსახე
ჩხართვი (ლათ. Turdus viscivorus) — ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 30 სმ აღწევს (ყველაზე დიდია ევროპული შაშვების გვარში). აქვს მორუხო-მურა ფერის ზურგი, თეთრი, მუქხალებიანი მუცელი, გავრცელებულია ევროპისა და აზიის წიწვიან (ჩრდილოეთით) და ფოთლოვან ტყეებში (აღმოსავლეთით საიანებემდე, სამხრეთით ჰიმალაიმდე, ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში), საქართველოში ბინადრობს, ხეზე ბუდობს. დებს 4-5 კვერცხს. ინკუბაცია 2 კვირას გრძელდება. იკვებება უხერხემლოებით, კენკრით. სპორტული ნადირობის ობიექტია.
ლიტერატურა
- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1987. — გვ. 173.