შინაარსზე გადასვლა

ჩხერიმელა ხარაგაული (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩხერიმელა
ფაილი:FC Chkherimela Kharagauli Logo.png
კლუბის ლოგო
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი ჩხერიმელა ხარაგაული
დაარსდა 1982
სტადიონი სოსო აბაშიძის სახელობის სტადიონი
(ტევადობა: 2 000)
პრეზიდენტი საქართველოს დროშა ბესო კვირიკაშვილი
მწვრთნელი საქართველოს დროშა მამუკა ხუნდაძე
ლიგა პირველი ლიგა
2011-12 მე-5
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

საფეხბურთო კლუბი ჩხერიმელა“ — ქართული საფეხბურთო კლუბი დაბა ხარაგაულიდან. თამაშობს პირველ ლიგაში.

ისტორია

საფეხბურთო კლუბი ჩხერიმელა დაარსდა 1982 წელს ძმებ მურთაზ და სოსო აბაშიძეების მიერ. ჩხერიმელა ასპარეზობდა მაშინდელ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში, დასავლეთ საქართველოს ზონალურ პირველობაზე.

1987 წლიდან ხელმძღვანელობამ (პრეზიდენტი – თემიკო დევდარიანი) გუნდის შემადგენლობა გააძლიერა, გუნდში მოიყვანა თბილისელი მოთამაშეები და შედეგად გუნდი „ბ“ ლიგიდან „ა“ ლიგაში გადავიდა.

საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის შემდეგ 1990 წლის 30 მარტს ჩატარდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი მატჩი. შესაბამისად, ჩხერიმელაც შეუერთდა ახალ ეროვნულ ჩემპიონატს და გამოდიოდა საქართველოს მეორე ლიგის დასავლეთის ზონაში.

1996-97 წლებისთვის გუნდი დაიშალა და 12 წლის მანძილზე ხარაგაულში მხოლოდ ახალგაზრდული გუნდები არსებობდა.

2009 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის ინიციატივით მოხერხდა გუნდის აღდგენა და ჩემპიონატში ჩართვა. ჩხერიმელა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მეორე ლიგიდან ჩაერთო და დასავლეთ ზონაში გამოდიოდა, სადაც პირველივე წელს მეოთხე ადგილი დაიკავა და საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის საგზური მოიპოვა.

2010-11 წლებში "ჩხერიმელამ" საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში ითამაშა და სეზონი 35 ქულით 11 ადგილზე დაასრულა, ბურთების შეფარდებით 35-45, 7 მოგება, 14 ფრე და 11 წაგება. 2011-12 წლების სეზონში "ჩხერიმელამ" საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის პირველი ეტაპი ჩემპიონატის "ა" ჯგუფში ჩაატარა. ათ გუნდში 28 ქულით მეოთხე ადგილზე გავიდა 8 მოგება, 4 ფრე და 6 წაგება. ჩემპიონატის მეორე ეტაპზე გუნდი "ბ" ჯგუფში მოხვდა, და 30 ქულით მეხუთე ადგილს დასჯერდა: 6 მოგება, 4 ფრე, 4 წაგება. 2012-13 წლების სეზონში ხარაგაულის "ჩხერიმელა" ასპარეზობს პირველ ლიგაში, "ბ" ზონაში.

სტადიონი

ხარაგაულის საფეხბურთო მოედანი აშენდა 1981 წელს. 1986 წელს მოედანზე მოეწყო დასაჯდომები. 2010–11 წლებში მოხდა სტადიონის რეაბილიტაცია. შერემონტდა და დაემატა ტრიბუნები, განახლდა მოედნის საფარი. დღეისათვის ტრიბუნა დაახლოებით 400 მაყურებელს იტევს. ამჟამად სტადიონი ატარებს „ჩხერიმელას“ ყოფილი ფეხბურთელის და მისი ერთ-ერთი დამაარსებლის სოსო აბაშიძის სახელს.

შემადგენლობა 2010–11

„ჩხერიმელას“ შემადგენლობა 2010–11

<templatestyles src="Template:Football squad player/styles.css" /> შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე თარგი:Fba/core მიხეილ ლომსაძე
2 მცველი თარგი:Fba/core ბესო ტყეშელაშვილი
3 მცველი თარგი:Fba/core გურამ ხეცურიანი
4 მცველი თარგი:Fba/core ნიკოლოზ ხარაბაძე
5 მცველი თარგი:Fba/core გიორგი მეტრეველი
6 მცველი თარგი:Fba/core ლადო თაბუკაშვილი
7 თავდამსხმელი თარგი:Fba/core ჯაბა ავალიშვილი
8 ნახევარმცველი თარგი:Fba/core ვახტანგ ჭაჭიაშვილი
9 თავდამსხმელი თარგი:Fba/core ბექა კეპულაძე
10 ნახევარმცველი თარგი:Fba/core დაჩი კოსტავა
11 ნახევარმცველი თარგი:Fba/core ირაკლი ღიბრაძე
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
12 მეკარე თარგი:Fba/core იორამ კუჭუხიძე
13 ნახევარმცველი თარგი:Fba/core ლევან მაჩალაძე
14 თავდამსხმელი თარგი:Fba/core თორნიკე დანელია
16 მცველი თარგი:Fba/core გივი ზაქარაშვილი
17 ნახევარმცველი თარგი:Fba/core ზაზა კაპანაძე
18 მცველი თარგი:Fba/core ცოტნე ნანიტაშვილი

შემადგენლობა 2011–12

„ჩხერიმელას“ შემადგენლობა 2011–12

<templatestyles src="Template:Football squad player/styles.css" /> შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე თარგი:Fba/core იორამ კუჭუხიძე
12 მეკარე თარგი:Fba/core გივი კიკნაძე
მეკარე თარგი:Fba/core იოსებ ებრალიძე
მცველი თარგი:Fba/core ჯაბა არევაძე
მცველი თარგი:Fba/core ირაკლი გვარჯალაძე
მცველი თარგი:Fba/core ირაკლი გვეტაძე
მცველი თარგი:Fba/core ალექსანდრე ქაშაკაშვილი
მცველი თარგი:Fba/core ლევან მახარაძე
ნახევარმცველი თარგი:Fba/core გიორგი ჭაავა
4 ნახევარმცველი თარგი:Fba/core ირაკლი ჭანკვეტაძე
ნახევარმცველი თარგი:Fba/core არმაზ დოღონაძე
10 ნახევარმცველი თარგი:Fba/core დაჩი კოსტავა
ნახევარმცველი თარგი:Fba/core გოგი გოგიჩაიშვილი
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
ნახევარმცველი თარგი:Fba/core ლევან გუმბერიძე
ნახევარმცველი თარგი:Fba/core გიორგი ივანაშვილი
16 ნახევარმცველი თარგი:Fba/core გივი ზაქარაშვილი
18 ნახევარმცველი თარგი:Fba/core გიორგი თურმანიძე
თავდამსხმელი თარგი:Fba/core ბექა ახალაია
9 თავდამსხმელი თარგი:Fba/core გიგა ბოხუა
თავდამსხმელი თარგი:Fba/core ოთარ გიორგობიანი
თავდამსხმელი თარგი:Fba/core ლევან კირკიტაძე

რესურსები ინტერნეტში