შინაარსზე გადასვლა

ცელა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ესკიზის შექმნის შეცდომა:
ბალტიის ცელა

ცელაზღვის ან ტბის ნაპირებზე ქვიშის, კენჭნარის ან ნიჟარების ვიწრო და დაბალი მონალექი ზოლი, რომელიც ერთი ბოლოთი უკავშირდება ხმელეთს, ხოლო მეორეთი თავისუფლად ბოლოვდება აკვატორიის ფარგლებში.[1]

აგებულია უმთავრესად რბილი მასალით — ქვიშებით, ღორღით, რიყნარით, კენჭითა და ხრეშით. წარმოიქმნება ნაპირის გამოყოლებით ნალექების გადაადგილებისა და დალექვის შედეგად; ზოგჯერ ნალექები ორი საწინააღმდეგო მიმართულების ნაპირისგასწვრივი დინების შეხვედრის ადგილას გროვდება. ასეთი ცელა სანაპირო ხაზის პერპენდიკულარულადაა შეჭრილი ზღვაში და ისარა ეწოდება. აღსანიშნავია კურშის ცელა, ბალტიის ცელა, არაბატის ცელა, ჩუშკა და სხვა.[1] ცელა, რომელიც გამოჰყოფს ყურეს ან უბეს, ეწოდება წანაყარი, ხოლო ისეთი ცელა, რომელიც აერთებს კუნძულსა და კონტინენტს, ეწოდება ტომბოლო.[2]

სქოლიო

  1. 1.0 1.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1987. — გვ. 190.
  2. Александр Горкин // Энциклопедия «География». Часть 1. А – Л. С. 871.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=ცელა&oldid=102335“-დან