ცერცვეკალა
იერსახე
ცერცვეკალა (ლათ. Alhagi) — მცენარეთა გვარი პარკოსანთა ოჯახისა. ეკლიანი ბუჩქ-ბალახები ან მრავალწლოვანი ბალახებია. მათი სიმაღლე 30-80 სმ აღწევს. წვრილი მარტივი ფოთლები აქვთ.
7 სახეობა გავრცელებულია ევრაზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში. საქართველოში ცნობილია 2 სახეობა. იზრდება ბარისა და მთისწინეთის უდაბნოებში, ნახევრად უდაბნოებში და სტეპებზე, ქვიშიან, თიხიან, ქვიან და სუსტად დამლაშებულ ადგილებზე, ზღვის დონიდან 700 მ-მდე.
მნიშვნელოვანი საძოვრის მცენარეა. განსაკუთრებით ეტანება აქლემი. ზოგი სახეობა გამოყოფს ტკბილ წვენს — მანანას, რომელსაც წინა აზიის მოსახლეობა ტკბილეულად იყენებს.
ლიტერატურა
- სახოკია მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1987. — გვ. 204.